x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა გახდა სოფელ კისისხევში 28 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი
image

სიტყვიერი დაპირისპირება სოფელ კისისხევში, ფერმის ტერიტორიაზე ორ მამაკაცს შორის სუფრასთან დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.


48 წლის ჯარჯი არაბულმა მის მეგობარს, 35 წლის ხვიჩა ერგემლიძეს და მის თანმხლებ გოგონას 28 წლის დიანა ფარსადანოვს დანით ჭრილობები მიაყენა. მამამკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო თანმხლები გოგონა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზევე გარდაიცვალა.


"შემავალი ჭრილობა იყო მუცლის არეში, დაზიანებული იყო შარდის ბუშტი. აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები გულ-მკერდის არეში, კიდურებზე. ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილურად მძიმე, "-აცხადებს თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა ჭონიაშვილი.


„საჭმელს ჭამდნენ მე რომ მოვედი, მშვიდად იყვნენ. მერე რა მოხდა, არ ვიცი. საწოლიც სისხლიანია. არაფერი ვიცი. ამ ბიჭს 4-5 წელია თხები ჰყავს აქ და მწყემსავს. კარგი, პატიოსანი ბიჭია. მოკლული გოგო ვინაა, არ ვიცი. სავარაუდო მკვლელი კი სხვა რაიონიდანაა და აქედან მოშორებით ტბებზე მუშაობს. რა მოხდა, არ ვიცი. მათ შორის სხვა დროს კონფლიქტი არ გამიგია“, - აცხადებს ფერმის მეპატრონე.

მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად, ეჭვიანობა სახელდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


0
410
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0