x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოფელ იყალთოში აკრძალულია მეტროსთან ჯიხურების განთავსება

imageმორიგი პოლიტიკური და საკანონმდებლო კურიოზი ამჯერად კახეთში მოხდა, კერძოდ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში.

2017 წლის 18 აგვისტოს თელავის თემის საკრებულოს წევრებმა, სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც მეტროსთან ჯიხურების განთავსება იკრძალება.

დადგენილება დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ განაშენიანებასთან დაკავშირებით ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება: ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე, მათ შორის აეროპორტებზე, სოფელ იყალთოში რა თქმა უნდა არცერთი არ არის..

მომხდარი ფაქტი უკვე ცნობილია საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძესთვის, შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და ამბობს, რომ დადგენილებაში ცვლილებებს შეიტანენ.

"არასოდეს არცერთ დეპუტატს ის ქაღალდი ხელში არა აქვს აღებული და არცერთს არა აქვს წაკითხული ის პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე უნდა გამოვიდეს, ახლა როგორც ვიგებ სოფელ იყალთოში გვქონია მეტრო, მოგეხსნებათ სოფელი იყალთო თელავის რაიონის ბოლო სოფელია, ესაზღვრება ახმეტას და ალბათ ახმეტის ხაზზს უნდა შეუერთონ თელავის მეტროპოლიტენი"-ირონიულად აღნიშნა ნიკა ვარდოშვილმა, კახეთის რეგიონის ლეიბორისიტული პარტიის ხელმძღვანელმა.

image

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და შესაბამისი ტარიფები აქვთ დადგენილი.

სოფელი იყალთოში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთმა ასურელმა მამამ ზენონ იყალთოელმა VI საუკუნეში დააარსა, XI-XII საუკუნეებში არსენ იყალთოელის თაოსნობით გაიხსნა აკადემია-უმაღლესი სასწავლებელი, სადაც გადმოცემის თანახმად სწავლობდა შოთა რუსთაველი, სოფელ იყალთოში ყოველწლიურად, შემოდგომაზე აღინიშნება სახალხო დღესასწაული "შოთაობა".

image

0
727
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
727
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0