x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
„წლის და 5 თვის ბავშვი ყელგამოჭრილ დედას ეხვეოდა“ - თელავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
imageთელავში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.




დანაშაულის ჩადენის დროს სახლში მუსიკა იყო ჩართული, რომ მეზობლებს ქალის კივილი არ გაეგოთ. ცნობილია ისიც, რომ დამნაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


მოკლულის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მოკლულის დედა, რომელიც გვერდზე კორპუსში ცხოვრობს, მომხდარს იხსენებს.


„უფროსი გოგო მოვიდა, რომ „ბებო, დედას ახრჩობს ის გარეწარიო“. ასევე ავიღე ტელეფონი და ამის გამომძიებელი ვინც იყო იმას დავურეკე, იმიტომ, რომ 3 ოქტომბერსაც მოხდა ასეთი რაღაც და დააჭერინა ამ უბედურმა. გამომძიებელს ვაიბერში მივწერე ხმოვანი შეტყობინება, „ჩქარა, გიორგი, თორნიკეა მისული და მარის ახრჩობს-მეთქი..მე ვე­ღარ მი­ვი­დო­დი, მე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემი ქმა­რი და შვი­ლი გა­მო­ვი­დოდ­ნენ და კი­დევ მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბო­და. 6 წლის ბავ­ში გოგო, ჩემ­თან გა­მო­იქ­ცა, წლ­ნა­ხევ­რის ბავ­შვი კი დარ­ჩა დე­დას­თან და იმან თა­ვი­სი თვა­ლით და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი.”



დე­დის მო­ნა­თხრო­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცამ 3 ოქ­ტომ­ბერს მის შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

image

" არაფერი საეჭვო არ ჰქონდა, თვითონ იყო ფსიქოპათი. დაკავებული იყო, შეაცვლევინეს აზრი ამ უბედურს, თორემ ის 2000 არ უშველიდა მაგ გარეწარს. პირველ რიგში, ის და ბიძამისი უნდა ჩასვა. მარტოკა რომ დაიგულა. ის გოგო გამოექცა, ჩემამდე მოაღწია და ამის თვალწინ გამოჭრა ყელი. ის რომ გაიქცა, ბავშვი დაბლა, ყელგამოჭრილს ეხვეოდა. წლისა და 5 თვისა“, - დასძინა გარდაცვლილი გოგონას დედამ.


შეგახსენებთ, მკვლელობა თელავში, ალაზნის ქუჩაზე, მე-12 კორპუსში მოხდა, მამაკაცმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მარიამ გამტკიცულაშვილი ჯერ სცემა, მერე კი დანით მოკლა. 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.


2000 წელს დაბადებული პირი პოლიციამ დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

4
460
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
460
  
2022, 23 ნოემბერი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 2 ნოემბერი, 1:09
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 18 ოქტომბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ოქტომბერი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4