x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მკვლელობა კახეთში სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა
image

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მალხაზ ჩივიშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - სოფელ არაშენდაში, მეზობლებს შორის კონფლიქტი საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა.


47 წლის ლევან იაგანაშვილის სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ იქ მოხდა.



მოკლულის ოჯახის წვერები და ადგილობრივები მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობას განიხილავენ, რის გამოც იაგანაშვილსა და მისი მეზობელ მალხაზ ჩივიაშვილს შორის ბოლო პერიოდში ხშირად ხდებოდა კონფლიქტი.


"ლევანის მოაკითხეს კლასელებმა და წაიყვანეს საქეიფოდ. სადღაც 10 წუთის დამსხდრები ყოფილან, რომ ეს ბიჭი, მამა და ძმა მივარდნილან დანით და თოხით და დაურტყამთ ლევანისთვის. 2-გან აქვს გადაჭრილი ბარძაყი, სისხლისგან დაიცალა. კონფლიქტი 2 თვეა რაც დაიწყო, "-აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.


დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

2
933
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
933
  
2022, 8 სექტემბერი, 22:34
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2