x
image
lady.ge
Warning - ანორექსია!

image

ანორექსია-ეს არის ფსიქო-ემოციურ ფონზე წარმოქმნილი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს დაკარგული აქვს შიმშილის გრძნობის და საკუთარი გარეგნობის ობიექტურად აღქმის უნარი. ამგვარი ფსიქოლოგიური დარღვევის მქონე ქალები, როგორც წესი საერთოდ ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად კოშმარულად გამოიყურებიან, უფრო მეტიც მათი მანია "კიდევ ერთი კილოს დაკლებაც არ მაწყენდა" არა და არ ცხრება. სამწუხაროდ სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ანორექსიის სინდრომით განვითარებულ ქვეყნებში, ასი ქალიდან ყველა მეორე ან მესამე იტანჯება. ამასთან ერთად რაც უფრო მაღალია ქვეყანაში ცხოვრების დონე, მით უფრო ხშირია ანორექსიის შემთხვევები მანდილოსნებში. თუმცა ანორექსია, არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავების, ცნობილი ადამიანების ცხოვრების ტრაგედიაცაა. ასე მაგალითად, "ამერიკული ნამცხვარის" მომხიბვლელი გმირი ტარა რიდი, imageთამამად შეიძლება ითქვას რომ საფრთხობელას დაემსგავსა ბოიფრენდ კარსონ დეილისთან განშორების შემდეგ.
ხოლო დიზაინერ ნიკოლ რიჩის ისე მწარე მოგონებები დაუტოვა საკუთარმა "სიფუმფულემ" და ზედმეტმა კილოგრამებმა, რომ უგზო-უკვლო დიეტის ლაბირინთებში დაკარგული, მალე სიმპათიურ ჩონჩხს დაემსგავსა, image კიდევ კარგი, გათხოვებამ და ორი შვილის გაჩენამ ცოტა მოიყვანა ჭკუაზე პატივცემული ნიკოლი, თორემ ალბათ მალე ცოცხალთა სიაში აღარც ეწერებოდა იმ ტემპით რომ გარეგრძელებინა გახდომა, რითაც დაიწყო. ასევე ცნობილ, ჰოლივუდურ "შიმშილის ფორმულებად" ითვლებიან, დები ოლსენები.თუმცა მე თუ მკითხავთ, ამ ორს პრიზი არამხოლოდ სიგამხდრეში, ზოგადად ყველაზე უგემოვნო იმიჯის შექმნაშიც უნდა მიანიჭონ. თუმცა დებიდან ერთერთი, მერი-კეიტ ოლსენი ფსიქო-ემოციურ დარღვევებს რაც საჭმლის მომნელებელ სისტემასთან იყო კავშირში და რომელმაც მისი ასეთი დისტროფიული სიგამხდრე გამოიწვია, სპეც-კლინიკაში ებრძოდა რაღაც პერიოდი, imageუშველა თუ არა მკურნალობის კურსმა მსახიობის უცნობია, თუმცა ბოლო დროინდელ ფოტოებზე მაინც და მიანც დიდი გაბარიტებით რომ არც ერთი ოლსენი არ იპყრობს ყურადღებას ეს ფაქტია.

15
4201
8-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
4201
  
2013, 26 მარტი, 22:36
ამათ ანორექსიით დაავადებულების რა ეტყობათ?უბრალოდ სუსტებია
2012, 30 აგვისტო, 0:23
მეეც
2012, 29 აგვისტო, 12:52
ამ ფოტოებზე ყველა ნორმალური წონის მგონია მე
2012, 29 აგვისტო, 12:18
აბა ,,სიდან" რატო ადწერე? :)))))
2012, 29 აგვისტო, 12:17
არც იმერელი ვარ::D:D
2012, 29 აგვისტო, 12:16
იმერელი ხო მაინც ხარ ფუმფულა თუ არა :P რაღაცა მიანც გავიგე შენს შესახებ :))))
2012, 29 აგვისტო, 11:32
ფუმფულა რატო ვარ სიდან მოიტანე:D:D:D ანორექსია ავადმყოფობაა.
2012, 29 აგვისტო, 11:14
კაი ფუმფულა ციცი ხარ ანუ ხო ? :))) აბა ასეთ რაღაცეებზე რატო წერ :)))
2012, 29 აგვისტო, 11:08
აა როგორი ხარო:D:D:D მე მეგონა როგორ ხარო:D:D:D ანორქსია არ მჭირს, ღმერთმა დამიფაროს:D:D:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10