x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა არის პირსინგი და რატომ უპირისპირდება მას ქართული საზოგადოება?
სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველო ძალიან კონსერვატიული ქვეყანაა, რომლის სრულფასოვანი დემოკრატიზაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ამიტომ აქ, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თითქმის ვერ ნახავთ საყურიან და პირსინგიან მამაკაცებს. ქართველი მამაკაცის სხეულზე პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი მიმზიდველი აქსესუარი. არადა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფეები საყურეებს ატარებდნენ, რაც უამრავ საეკლესიო ფრესკაზეც არის გამოსახული.


მაგრამ მაინც რატომ უპირისპირდება ქართული საზოგადოება სხეულის მოდიფიკაციის კულტურას?


ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ზოგიერთისთვის პირსინგი და საყურე ჰომოსექსუალობასთან ასოცირდება. ეს არასწორია, რადგან ყველანაირი პირსინგი, სხეულის ყველა ადგილას არ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მისი მფლობელი გეია. ამიტომ მსგავსი დამოკიდებულება ადამიანის გაუნათლებლობის და არაინფორმირებულობის ნიშანია.


მეორე მიზეზი, რის გამოც ქართველ მამაკაცებს ეკრძალებათ საყურის/პირსინგის ტარება, რელიგიურია. რელიგია ქადაგებს, რომ უფალმა ადამიანი სრულყოფილი სხეულით გააჩინა და ამიტომ სხეულის მოდიფიკაცია - თუნდაც მისი გალამაზების მიზნით, მისაღები არ არის. მაგრამ თუ მართლაც სრულყოფილი სხეულები გვაქვს, რატომ ვბერდებით და ვიღუპებით? ან ამდენი ავადმყოფობა რატომ გვჯაბნის? ამიტომ საუბარი თანამედროვე ადამიანის სხეულის სრულყოფილებაზე რასაკვირველია სასაცილოა.



მესამე და ყველაზე არსებითი მიზეზი, რის გამოც საქართველოში კაცები არ იყენებენ თითქმის არავითარ სამკაულს და ცუდად გამოიყურებიან, არის პატრიარქატი. გაბატონებული მოსაზრების თანახმად მამაკაცი არ უნდა იყოს მიმზიდველი; ქალი მამაკაცმა კი არ უნდა მიიზიდოს, არამედ უნდა მოატყუოს. მამაკაცმა უნდა იძალადოს ქალზე, ქალის ნებაზე. ქალი არ უნდა აღეგზნოს მამაკაცზე. ქალს საერთოდ არ აქვს აღგზნების უფლება. აღგზნების და შესაბამისად ორგაზმის უფლებაც მხოლოდ მამაკაცს აქვს, რომელსაც ქალის სხეულმა ვნებები უნდა დაუკმაყოფილოს და არა პირიქით. აი პირსინგი კი ამ ყველაფერს თავდაყირა აყენებს. პირსინგი მამაკაცის წარბზე თუ სხეულის სხვა ადგილას არის იმის დემონსტრირება, რომ ქალს გააჩნია ორგაზმის უფლება, რომ ქალსაც შეუძლია აღეგზნოს და მამაკაცს შეხედოს, როგორც არასრულყოფილ და ხორციელ ქმნილებას, რომელსაც არ რცხვენია საკუთარი არასრულყოფილების. სწორედ ამიტომ პირსინგი მამაკაცის სხეულზე არის ხმამაღალი პროტესტი უთანასწორობის წინააღმდეგ და ეს პროტესტი საქართველოში არ მოსწონთ.


სწორედ ამიტომ ჩვენ მხოლოდ მაშინ შევდგებით სრულფასოვან დასავლურ საზოგადოებად, როცა პირსინგიანი მამაკაცების რაოდენობა საქართველოში სულ მცირე იმდენივე იქნება, რამდენიც არის ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში.


კომიკურად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა.


სამკაული

0
225
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0