სხვა დაუჯერებელი და გამაოგნებელი დამთხვევები აბრაამ ლინკოლნის და ჯონ კენედის ცხოვრებიდან 2021, 19 იანვარი, 12:05 დამთხვევების ბევს არ სჯერა, მაგრამ ისტორია ხანდახან გვიმტკიცებს, რომ ძალიან ვცდებით. წარმოგიდგენთ გამაოგნებელ დამთხვევებს ამერიკის პრეზიდენტების, ლინკოლნის და კენედის ცხოვრებიდან. დღეს 200 ზე მეტი დამტკიცებული დამთხვევა არსებობს ამ ორ პრეზიდენტს შორის, უფრო მეტიც, მათ მკვლელებს შორის და მათი მკვლელების მკვლელებს შორისაც კი.
-ორივე პარასკევ დღეს მოკლეს ცოლის თანდასწრებით
-ორივე პრეზიდენტის მეუღლეებმა თეთრ სახლში ცხოვრების დროს დაკარგეს შვილი
-ლინკლნი ფორდის თეატრში მოკლეს. კენედი კი მასინ, როდესაც კაბრიოლეტ “ლინკოლნში“ იჯდა, რომელიც “ფორდ მოტორ კომპანი“ს -ს წარმოების იყო.
-ენდრიუ ჯონსონი 1808 წელს დაიბადა, ლინდონ ჯონსონი კი 1908 წელს, ზუსტად 100 წლის შემდეგ.
-პრეზიდენტების მკვლელები ასევე ზუსტად 100 წლის სხვაობით დაიბადნენ. ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკს ბუტი 1839 წელს ხოლო კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი კი 1939 წელს.
-ორივე მკვლელი სამხრეთელი იყო და ორივე ექსტრემიზმის მომხრეები იყვნენ.
-ბუტმა ლინკოლნი თეატრში მოკლა და ბეღელში დაიმალა, ოსვალდმა კი კენედის წიგნსაცავიდან ესროლა და კინოთეატრში დაიმალა.
-LINCOLN და KENNEDY 7 ასოს შეიცავს, ANDREW JOHNSON და LYNDON JOHNSON- 13 ასოს ხოლო JOHN WILKES BOOTH და LEE HARVEY OSWALD კი 15 ასოს.
-ორივე პრეზიდენტს ბაბუების საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი. ლინკოლნს ბაბუის (მამის მხრიდან) კაპიტან აბრაამ ლინკოლნის საპატივცემულოდ, რომელიც ინდიელებმა მოკლეს, ხოლო კენედის ბაბუის (დედის მხრიდან) ცნობილი პოლიტიკოსის ჯონ ფრენსის ფიცჯერალდის საპატივცემულოდ.
-ორივე პრეზიდენტს თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებები ჰქონდათ. ლინკოლნს მარფანის სინდრომი, კენედის კი ზურგის ამიოტროფია, რომელმაც შემდგომში “კენედის დაავადების“ სახელი მიიღო.
-ორივე პრეზიდენტს უყვარდა საქანელა-სავარძელში ჯდომა. ორივე პრეზიდენტის დროს საქანელა-სავარძლები პრეზიდენტის კაბინეტში იდგა თეთრ სახლში.
-ლინკოლნს ჰყავდა შვილები სახელად რობერტი და ედვარდი, კენედის კი ჰყავდა ძმები რობერტი და ედვარდი.
-ორივე პრეზიდენტს 4 შვილი ჰყავდა.
-ორივე პრეზიდენტს 2 შვილი დაეღუპა, მათ შორის თითო პრეზიდენტობამდე და თითოც პრეზიდენტობის დროს.
-ბუტი და ოსვალდი ერთი სიმაღლის იყვნენ, 5 ფუტი და 8 დუიმი ( დაახლ. 172 სმ.
-ორივე მკვლელი 100 წლის სხვაობით დაიბადა, ისევე როგორც მათი მსხვერპლების შემცვლელი პრეზიდენტები.
-ორივე პრეზიდენტი გარდაიცვალა ისეთ ადგილებში, რომელთა ორმაგი სახელი იწყებოდა ასოებზე P და H. ლინკოლნი სასტუმრო «Peterson’s House» ში ხოლო კენედი Parkland Hospital ში. -წერილში, რომელიც Cincinnati Gazette ში გამოქვეყნდა 1858 წლის 8 ნოემბეს, ლინკოლნის პრეზიდენობის კანდიდატურას მხარს უჭერდა საბრძოლო-საზღვაო მინისტრი, სახელად ჯონ კენედი. 174 შეფასება არ არის
|