x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138453
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
საინტერესო ფაქტები ჩინეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის შესახებ

ჩინეთის დიდი კედელი, ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია მსოფლიოში და ის ყოველწლიურად, მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. ჩრდ. ჩინეთის თითქმის მთელს საზღვარზე გადაჭიმული უდიდესი დამცავი ნაგეგობა, საინჟინრო სფეროს ნამდვილ ტრიუმფად ითვლება.

თავდაპირველად, კედელი, მომთაბარე ტომების შემოსევებისგან, ჩინეთის ტერიტორიის დასაცავად აშენდა. თუმცა შემდეგ, აბრეშუმის გზის გასწვრივ, საზღვარზე წესრიგის დაცვის მიზნით, მას საბაჟო საწყობადაც იყენებდნენ.


image


კედლის მშენებლობა 2 ათას წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ამიტომ, მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

image* კვლევით დგინდება, რომ კედლის მშენებლობის საწყის სტადიაზე, ცინის დინასტიის დროს, მის მშენებლობაში, ჩინეთის მოსახლეობის 70% იყო ჩართული. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ის ერთიანი არ არის, რადგან თავად სახელი — ჩინეთის დიდი კედელი — კედლის უწყვეტობის შთაბეჭდილებას ყოვებს. თუმცა ეს, ასე არ არის.

რეალურად, ძეგლი დამცავი ნაგებობების კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა დინასტიის მმართველობის დროს აიგო და ზოგიერთი კედელი, ერთმანეთის პარალელურიც კი არის. გარდა ამისა, დამცავი ნაგებობა, კედლის გარდა, სხვა ხელოვნურ ნაგებობებს, თუ ბუნებრივ ბარიერებსაც, მაგ., ბორცვებს და მდინარეებს მოიცავს.


image


* კედელი, რომლის ნახვაც დღეს შეიძლება, შედარებით ახლო წარსულში არის აშენებული.

image

მისი მშენებლობა ძველ ჩინეთში, ძვ. წ. აღრ VII საუკუნეში დაიწყო. ხოლო, გაერთიანება, მოგვიანებით, ძვ. წ. აღრ. III საუკუნიდან, ჩინეთის პირველი იმპერატორის, ცინ შიხუანდის მმართველობის დროს დაიწყო. თუმცა, ის ადრეული ნაგებობები, დროთა განმავლობაში გაქრა და 21 196 კილომეტრიანი კედლის ნახევარზე მეტი, მინის დინასტიის მმართველობის დროს, 1368-1644 წლებში აშენდა. მას ჩინეთის ტერიტორია მომთაბარე მონღოლური ტომების შემოსევებისგან უნდა დაეცვა.

* ჩინეთის დიდი კედელი 15 რეგიონს კვეთს და ასეთი დიდი ზომის ობიექტის მოვლა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღევანდელი მდგომარეობით, მინის დროინდელი სტრუქტურის 30% უკვე დაშლილი და ფაქტიურად, გამქრალია. 2014 წლის ძეგლის შემოწმების ანგარიშში ნათქვამია, რომ მის მხოლოდ 10% შეიძლება ითქვას, რომ «კარგ მდგომარეობაშია».


image



imageსამწუხაროდ, უძველესი ნაგებობის განადგურების მიზეზი მხოლოდ ბუნებრივი სტიქიები არ არის. ძეგლს ზიანს ადამიანებიც აყენებენ. მაგ., სოფლების მახლობლად, კედელს მიწების ასათვისებლად ანგრევენ, ან იმისთვის, რომ ქვები საკუთარი სახლების სამშენებლო მასალად გამოიყენონ.

* ის, რომ ჩინეთის დიდი კედლის დანახვა კოსმოსიდან შეიძლება, მხოლოდ მითია, რომლის უარყოფა ნასას ასტრონავტებმა არაერთხელ სცადეს. მისი დანახვა, შეუიარაღებელი თვალით, კოსმოსიდან კი არა, დედამიწის მახლობელი ორბიტიდანაც კი შეუძლებელია. ხოლო, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მისი სამშენებლო მასალა ბუნებრივ გარემოს ჰარმონიულად ერწყმის.


imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage
1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი

6. საქართველო და მსოფლიო – რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

0
161
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0