სხვა ქოხი ციმბირში,სადაც სტალინი გადასახლებაში ცხოვრობდა, მუზეუმი გახდება 2021, 18 იანვარი, 11:16 ![]() ციმბირული ქოხი ირკუტსკის რაიონის სოფელ ნოვაია უდაში, სადაც სტალინი გადასახლების დროს ცხოვრობდა მუზეუმი გახდება. კავკასიური ნაბადი, ფაფახი, თეთრი ჩოხა ... ამბობენ, რომ 24 წლის იოსებ ჯუღაშვილი სწორედ ასეთ ფორმაში გაიქცა პირველი გადასახლებიდან ქარიშხალში და 30 გრადუს ყინვაში ირკუტსკის მახლობლად მდებარე სოფელ ნოვაია უდადან. ![]() დროთა განმავლობაში ნოვაია უდა გადაიქცა მთელი საბჭოთა კავშირის მომლოცველთა ცენტრად და სოფლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა გახდა სტალინის სახლმუზეუმი.თუმცა 1961 წელს მუზეუმი დაიშალა და დაიხურა: სტალინის ბიუსტი განადგურდა, მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის სტალინის გაგზავნილი საჩუქრები პიონერებისთვის, გადაიტანეს "გაურკვეველი მიმართულებით". 1990-იან წლებში ნოვაია უდას მაცხოვრებლები ცდილობდნენ მუზეუმის აღდგენას. გადაწყდა, ადგილობრივი საბჭოს ყოფილ შენობაში სოფლის ისტორიის ოთახი გაიხსნა. 1990-იან წლებში შეიქმნა კიტკაის მთაზე პავილიონი, რომელზეც "უცნობმა გეოლოგებმა" მარმარილოს ქვა დადეს სტალინის სახელით. და აი ერთი საუკუნის შემდეგ გადაწყდა მუზეუმის განახლება, ქოხი გადააქვთ ირკუტსკის მახლობლად ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში "ტალცი", მუზემში იქნება ციმბირში გადასახლების და კატორღის ექსპოზიციები. სტალინი სოფელ უდაში 1903 წლის 17(30) ნოემბრიდან 1905 წლის 5(18) იანვრამდე ცხოვრობდა. რევოლუციონერი კობა 1903 წელს ციმბირში ჩავიდა, როგორც უკვე ყოფილი სემინარიელი, რომელიც სკოლიდან გარიცხეს. ახალგაზრდა რევოლუციონერი გადაასახლეს ბათუმში რევოლუციური უჯრედის შექმნისთვის, რისთვისაც უფროსმა ამხანაგებმა იგი ტფილისიდან გააგზავნეს. ![]() ![]() 113 5-ს მოსწონს
|