x
image
ნინო ხიმშიაშვილი
როგორ გადავრჩეთ კრიტიკულ სიტუაციაში - 7 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა
image


შეიძლება ასეთ სიტუაციაში ადამიანი ხშირად არ ხვდება, მაგრამ მსგავს მომენტებში აღმოჩენის შემთხვევაში ეს ხერხები სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ.




1. როგორ დავიცვათ თავი მგლის თავდასხმისგან


1 არ გაიქცეთ!

2 არ შეხედოთ თვალებში, რადგან მგელმა შეიძლება ეს თავდასხმად აღიქვას.


3 თუ მგელი სულ უფრო გიახლოვდებათ, ხელები ისე დაიკავეთ, რომ დომინანტურად გამოიყურებოდეთ, დაუკარით რაც შეიძლება მაღალი ტაში და დაიწყეთ ყვირილი. ამით, თუ მგელი უკან არ დაიხევს, გაქცევის დამატებითი დრო მოგეცემათ.



image



4 ნელ-ნელა დაიხიეთ უკან. თავი არ ამოძრაოთ.

5 შეეცადეთ ახვიდეთ ხეზე, თან არ მოაშოროთ თვალი მგელს.

6 თუკი თავს დაგესხმებათ ემბრიონის პოზა მიიღეთ.

7 დაუგდეთ წინ ქვა, ან ჯოხი, ამან შეიძლება თავდასხმა გადააფიქრებინოს და გაიქცეს.



image






2. როგორ გადავრჩეთ კლდეზე ჩამოკიდებულ მანქანაში


1 არ გააკეთოთ სწრაფი მოძრაობები, რომ მანქანა დაბალანსებული იყოს.

2 თუ მანქანაში რამდენიმე ადამიანია, საჭიროა გაქცევა მოპირდაპირე მხრიდან.

3 მუხრუჭიდან არ აიღოთ ფეხი, სანამ არ დაგეგმავთ როგორ დააღწევთ აქედან თავს.


image


4 გადაწიეთ სავარძელი და გადაწექით, ნელ-ნელა კი გადადით უკანა სავარძელზე, უკანა კარიდან გადმოსავლელად.

5 ნელი მოქმედებებით გააღეთ ფანჯრები, რამდენსაც შეძლებთ, რომ გაქცევის მეტი შესაძლებლობა გქონდეთ.


image





3. როგორ გადავრჩეთ ყინულის ჩატეხვისას


1 როცა ცივ წყალში აღმოჩნდებით შეიძლება შოკი გქონდეთ,

რომელიც 1-3 წუთამდე გრძელდება, ამის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან თქვენი სხეული სიცივეს ეგუება.

2 მოიცილეთ ნებისმიერი მძიმე საგანი



image


3 მოდუნდით და ეცადეთ თქვენი ფეხები იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ასე უფრო მეტად შეძლებთ ყინულზე აცოცებას.

4 წყლიდან ამოსვლის შემდეგ, მალე მოდით თქვენს მანქანასთან, ან სადაც შეაფარებთ თავს და ტანსაცმელს გაიხდით.

5 გააკეთეთ ვარჯიშები სისსხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.



image







4. როგორ გადავურჩეთ ზვავს


1 მოერიდეთ თხილამურზე ცურვას ძლიერი ქარის დროს.

2 დაიფარეთ პირი, თოვლი რომ არ მოხვდეს მასში.

3 მოიცილეთ მძიმე საგნები, გარდა ზურგჩანთისა ის შეიძლება გამოგადგეთ გადარჩენაში.

4 შეეცადეთ მოეჭიდოთ მყარ ხეს.

5 დაიწყეთ ცურვის მოძრაობები, ასე ზედაპირთან უფრო ახლოს იქნებით.



image


6 გამართეთ ერთი მკლავი თავს ზემოთ პირდაპირ, ის დაგეხმარებათ ჟანგბადის მიღებაში

7 სახის გარშემო შეეცადეთ თოვლი მოიშოროთ, რომ გქონდეთ სუნთქვის საშუალება

8 ეცადეთ ზვავის რადარი ისე განათავსოთ, რომ სამაშველო ჯგუფმა ადვილად გიპოვოთ.



image





5. როგორ გადავრჩეთ მდინარის სწრაფ დინებაში


1 სწრაფ მდინარეში ცურვა 45 ° -იანი კუთხით აირჩიეთ.

2 არ შეეცადოთ ბანაობა დინების მიმართულებით.

3 დაწექით წყალზე ზურგით ისე, რომ ფეხები დინების მიმართულებით გქონდეთ.

4 როცა ხელსაყრელ ადგილს იპოვით მდინარიდან ამოსასვლელად დიაგონალზე გაცურეთ ნაპირისკენ.


image





6. როგორ ავირიდოთ თავიდან ამაზონის ჯუნგლებში დაკარგვა


1 თუ ჯუნგლებში დაიკარგეთ, გამოიყენეთ ტექნიკა S-T-O-P, რომელიც ნიშნავს "გაჩერდი, იფიქრე, დააკვირდი და დაგეგმე".


image


2 შეეცადეთ გაერკვეთ, საიდანაც მოხვედით.

3 გააგრძელეთ ერთი თანმიმდევრული მიმართულებით სვლა. დატოვეთ ჩანაწერები, რომელ საათზე საით წახვედი.

4 თუ დიდხანს მოგიწიათ გზის გაგნება, ააშენეთ თავშესაფარი.





7. როგორ გადავრჩეთ ანაკონდას თავდასხმისგან

1 შეეცადეთ არ მოხვდეთ არაღრმა მდინარეებში, რომელშიც ანაკონდას მოსწონს ბინადრობა.

2 თუ მაინც მოხდა ეს და გველი მოგწვათ, ნუ ამოისუნთქავთ, რადგან ყოველ ამოსუნთქვაზე, გველი უფრო მაგრად გიჭერთ.


image


3 აიღეთ გველის კუდი და უკბინეთ მის ბოლოს, როგორც შეგიძლიათ. ეს მისთვის მტკივნეული იქნება და გაგიშვებთ.

4 შეეცადეთ იპოვოთ ქვა, ან რამე საგანი რასაც დაარტყამთ.

თუ ვერ შეებთ მის კუდზე კბენას, საუკეთესო გზა მასთან ბრძოლაა მანამ, სანამ არ გაგათავისუფლეთ. რადგან მათ არ სურთ ბრძოლა, მათ მარტივი სამიზნე სჭირდებათ.








P.S. თქვენთვის რა იყო ყველაზე ექსტრემალური გამოცდილება ცხოვრებაში? და როგორ ახერხებთ ასეთ დროს პანიკის მართვას?


0
220
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0