1
ერთმა 70 წლის კაცმა დაახლოებით 100000 კოცნა გასცა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ყველაფერი მან 76 დღეში შეძლო, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოცნა ცხოვრებას ახანგრძლივებს. მოხუცმა ცხოვრება 76 დღის წვალების შემდეგ 5 წლით გაიხანგრძლივა.
2
ვნებიანად კოცნის დროს არამარტო ჩვენს ემოციებს გამოვხატავთ, ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. ამ დროს პულსი 120-მდე იზრდება, სხეულის ტემპერატურა კი 0, 5 გრადუსით იმატებს. დადგენილია, რომ ერთი კოცნის დროს დაახლოებით 40000 ბაქტერიის გაცვლა ხდება, რაც იმუნიტეტისთვის კარგია.
3
80-იან წლებში ერთი კოცნა დაახლოებით 5, 5 წამს გრძელდებოდა, დღეს კი კოცნის ხანგრძლივობა 12 წამამდე გაიზარდა.
4
ყველაზე ხანგრძლივი კოცნა 2013 წელს, ვალენტინობის დღესასწაულზე დაფიქსირდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ წყვილი ერთმანეთს 58 საათი, 35 წუთი და 58 წამი კოცნიდა
5
დღეს დაახლოებით ადამიანების 90 პროცენტი ერთმანეთს კოცნის, თუმცა გასულ საუკუნეში მოკოცნავეთა რიცხი გაცილებით დაბალი იყო. მეტიც, აფრიკის ტომებში კოცნა დღესაც უცხო ხილია
6
კოცნის დროს სახის კუნთების 34%, ხოლო სხეულის 112 კუნთია ჩართული. ამბობენ, რომ კოცნის დროს ბევრი კალორია იწვის, მაგრამ ეს მითია. სამწუხაროდ კოცნისას წუთში მხოლოდ 2-3 კალორია იწვის.
7
ადამიანების 2/3 კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის. ქალების 92% კი კოცნისას თვალებს ხუჭავს.
8
პირველად მხატვრულ ფილმში 1896 წელს აკოცეს. ფილმი მუნჯური გახლდათ, კოცნა კი მხოლოდ 30 წამი გაგრძელდა. ფილმს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია.
9
კოცნა მხოლოდ ადამიანებს არ ახასიათებთ. ძაღლები, დათვები და კატებიც კოცნიან ერთმანეთს. მსგავსება მხოლოდ ჟესტებში როდია, კოცნას ცხოველებშიც იგივე დანიშნულება აქვს, როგორც ადამიანებში.
10
მეცნიერებისათვის თავსატეხად რჩება რატომ მიმართავენ გრძნობების გამოსახატად ადამიანები კოცნას. ალბათ, იმიტომ, რომ ტუჩები ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა. კოცნა ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს და შესაბამისად დეპრესიის ჰორმონის კატალიზატორიცაა.