კულტურა კორონავირუსმა იმსხვერპლა "ერალაშის" შემქმნელი 2021, 15 იანვარი, 12:13 ![]() 71 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპულარული საბავშვო-იუმორისტული ტელეჟურნალის "ერალაშის" შემქმნელი ბორის გრაჩევსკი. ბორის გრაჩევსკი დეკემბრის ბოლოს გადაიყვანეს საავადმყოფოში: "ნიღაბი მიკეთია, ჟანგბადის და წვეთოვანის ქვეშ ვარ..ვმკურნალობ როგორც საჭიროა"-განუცხადა მაშინ სააგენტო ТАСС--ს რეჟისორმა. თუმცა დროთა განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული რეჟისორის მდგომარეობა დამძიმდა, რა დროსაც კომაში ჩავარდა. "დიახ გარდაიცვალა"-დაუდასტურა სააგენტოს გრაჩევსკის მეუღლემ, ეკატერინე ბელოცერკოვსკაიამ. გრაჩევსკიმ 1974 წელს დრამატურგ ალექსანდრე ხმელნიკთან ერთად შექმნა საბავშვო-იუმორისტული ტელეჟურნალი "ერალაში". 1974-1984 წლებში გრაჩევსკი ტელეჟურნალის დირექტორი იყო, შემდეგ მხატვრული ხელმძღანელი. ![]() ![]() 166 7-ს მოსწონს
|