x
image
თუთიკო ბერძენა
თენგიზ ცერცვაძეს დაავიწყდა, რომ ქართულად "მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა"!

image

თენგიზ ცერცვაძე ფბ პოსტით გერმანიაში მოღვაწე ექიმს თამარ ჟამურაშვილს უპირისპირდება. თამარ ჟამურაშვილმა კორონა ვირუსის საქართველოში დაფიქსირებისთანავე შექმნა ფბ ჯგუფი CoViD-19 Management & Therapy, რომელშიც ნებაყოფლობით 4932 ქართველი ექიმი გაწევრიანდა და სადაც ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსები მსჯელობენ ძალიან სერიოზულ თეორიულ საკითხებზე და საინტერესო, იშვიათ, მნიშველოვან ქეისებს განიხილავენ. თენგიზ ცერცვაძე ერთხელაც არ დაინტერესებულა ენახა, რა ხდება ჯგუფში, როგორ იბრძვიან ექიმებიმ როგორ უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებებს. თამარ ჟამურაშვილს კი "ჰეითერად" მოიხსენიებს. ექიმს, რომელიც რომელიც დღე და ღამ ხაზზეა და ნებისმიერ კითხვას პასუხობს, ექიმს, რომლის სატელეფონო კონსულტაციებით უამრავი პაციენტი გამოჯანმრთელდა სახლის პირობებში. თენგის ცერცვაძის პოსტი ექიმთა ჯგუფში გადააზიარა თამარ ჟამურაშვილმა. პოსტის ქვეშ ჟამურაშვილს მადლობას უხდიან ქართველი ექიმები მისი გულისხმიერებისა და ქართველების დიდი გულშემატკივრობისთვის.

უცვლელი ციტატა თენგის ცერცვაძის ფბ პოსტიდან: "ჩსამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც გერმანიაში საქმიანობს, ჩამოყალიბდა ტიპიურ „ჰეითერად”. ის სისტემატურად ცდილობს საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია წარმოაჩინოს უკიდურესად მუქ ფერებში, სრულიად დაუსაბუთებლად აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს, ცოცხალი თავით არ უნდა თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და დაინახოს, რომ საქართველო პიკის პერიოდშიც კი ბევრ სხვა ქვეყანაზე გაცილებით უფრო წარმატებულად მართავდა პანდემიას და ყველა მიმართულებით, მათ შორის ვაქცინების საკითხშიც ოპტიმალური გზით მიდის".

ჯგუფის უამრავი ექიმისგან კი თამარ ჟამურაშვილი სამადლობელს და დიდ პატივისცემას იღებს ცერცვაძისგან გადმოზიარებული პოსტის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ თამარ ჟამურაშვილი დიდი ხანია უცხოეთში მოღვაწეობს, გამართული ქართულით წერს და სამედიცინო ტერმინოლოგიის გარდა, არანაირ ბარბარიზმს არ იყენებს.


3
866
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
866
  
2021, 14 იანვარი, 17:20
ბატონი თენგიზის მუშაობის გრაფიკი, რომ იცოდეთ ამას არ დაწერდით მარი.
შეხმიანებოდნენ ბატონ თენგიზს ვინმემ დაუშალათ?
ლანძღვა ადვილია, ჯერ იმის მესამედი გააკეთონ რაც ამ ადამიანმა თუნდაც საქართველოში შიდსის მკურნალობის საქმეში ჩადო და მერე ექნებათ უფლება ცინიკურად ისაუბრონ მასზე.
2021, 14 იანვარი, 17:09
ნამდვილად არ არის კინკლაობის დრო/ ერთხელ მაინც შესულიყო ჟამურაშვილის მიერ შექმნილ ჯგუფში, სადაც ცხელ წერტილებში მოღვაწე ექიმები მსჯელობენ და არა კაბინეტში მჯდომები
2021, 14 იანვარი, 17:06
სამწუხაროდ ღვაწლმოსილ მეცნიერს მონსტრად წარმოაჩენენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები, მერე კი ბოდიშს იხდიან ზედმეტი მოგვივიდაო.
0 1 3