x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138667
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512303
რატომ აქვს ბარის ბოთლებს წვეტიანი საცმები და რისთვისაა ისინი

image

მას ბარების ინდუსტრიაში გეიზერებს უწოდებენ, ინგლისურად Pourers.



70-იანი წლებიდან პრაქტიკულად აღარ დარჩა ბარი, რომელშიც გეიზერი არ გამოიყენება.


რა არის გეიზერი?

გეიზერი არის მოწყობილობა, რომელიც 98%-ით შეესაბამაბე სტანდარტულ მინის და პლასტმასის ბოთლებს - რაც, საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ სითხის უწყვეტი დინება.


რისთვისაა ის საჭირო?


სინამდვილეში პასუხი ძალიან მარტივი და პრაქტიკულია, ცოტათი ხრიკულიც. გეიზერს იყენებენ იმისთვის, რომ ბოთლიდან სითხე სწრაფად და თანმდიმდევრულად დაასხან. სიჩქარე კი ბარმენებისთვის =ფულს.


ბარის მფლობელებმა დიდი ხანია გაარკვიეს კავშირი სიჩქარესა და შემადგნელობას შორის. ამიტომ ბოთლის ამ საცმებს ყველა ბარში თითქმის ყველა ბოთლზე ნახავთ. ერთადერთი ადგილი, სადაც მას არ იყენებენ არის ბარის ზედა თაროები, სადაც განლაგებულია პრემიუმ ალკოჰოლი და სუპერ-პრემიუმ ალკოჰოლი - კონიაკი, ვისკი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალიან იაფად გამოიყურება.


არსებობს სხვადასხვა სიჩქარის ფორმისა და მასალის გეიზერები, ყველას თავისი დანიშნულება აქვს სასმელების მიხედვით.


image


1. Conical Metal Pourer - გავრცელებულია მრავალ ბარში. აქვს საშუალო მოხმარება.


2. სტანდარტული Pourer მეტალი - ყველაზე გავრცელებული. აქვს დინების მაღალი სიჩქარე.


3. Shielded Pourer Metal - ხშირად არ გამოიყენება, რადგან აქვს სითხის ნელი დინება.


4. ქრომირებული პლასტმასის Pourer - ბარმენების ფავორიტი, სწრაფი დინების გამო. ისინი პრაქტიკულია და საუკეთესოდ შეეფერება მაღალ მოცულობებს.


5. სტანდარტული, პლასტმასის Pourer - ძალიან გავრცელებული. არის იაფი, კარგი დინების სიჩქარით. საუკეთესოდ შეეფერება დიდ მოცულობებს, გაციებულ სქელ სასმელებს, როგორიცაა Jagermeister, Goldschlagger, Rumpleminze და Baileys.


6. პლასტმასის Pourer - დინების კარგი სიჩქარით. იაფია. ბარების უმრავლესობა სწორედ ამ გეიზერს ირჩევს, რადგან ის კარგად აკონტროლებს თხევადი ნაკადის დინებას და ასევე ხელს უშლის ბუზებისა და სხვა მწერების შეღწევას ბოთლში. თუმცა აქვს ცუდი მხარე საჭიროა მისი ხშირი გაწმენდა და ფაქტიურად გამოუყენებელია სქელი სასმელებისთვის.


7. Pourer Ball - არც ისე ფუნქციური.




2
163
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
163
  
2021, 17 იანვარი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 იანვარი, 1:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2