x
image
თამილა გურაშვილი
ამერიკაში მილიარდერი და ტრამპის სპონსორი შელდონ ადელსონი გარდაიცვალა
image
შელდონ ადელსონი, შეერთებული შტატების ერ ერთი უმდიდრესი ადამიანი, ლას– ვეგასის კაზინოების ქსელის დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სპონსორი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მირიამ ადელსონი: ”აუტანელი მწუხარებით გაცნობებთ ჩემი მეუღლის შელდონ ადელსონის გარდცვალებას ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ”. - ავრცელებს მისი მეუღლე.




ქვრივმა დაამატა, რომ ადელსონი გარდაიცვალა კალიფორნიის ქალაქ მალიბუში, საკუთარ სახლში. ცნობილია, რომ ბიზნესმენი სიმსივნით დაავადდა. მას ლიმფომა დაუდგინეს.





იანვარში ადელსონმა მკურნალობის გასაგრძელებლად ჯანმრთელობის შვებულებაც კი აიღო. მილიარდერი ცნობილია როგორც "Las Vegas Sands -ის კაზინო ქსელის დამფუძნებელი, რომელიც სათამაშო ბიზნესის მსოფლიო ლიდერი გახდა.




ამასთან. ის იყო რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი და სპონსორი. ასევე, აფინანსებდა ტრამპის კამპანიას. ამან ხელი არ შეუშალა შეერთებული შტატების მეთაურს, რომ მასთან კონფლიქტში შესულიყო. აგვისტოში ტრამპმა ტელეფონით გაკიცხა ადელსონი იმის გამო, რომ არ დახარჯა საკმარისი თანხა ხელახალი არჩევნებისთვის.






ადელსონის ქონება 30 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული

0
263
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0