შოუბიზნესი ელტონ ჯონმა მადონას "იაფფასიანი სტრიპტიზიორი" უწოდა 2012, 28 აგვისტო, 13:08 მას შემდეგ რაც, სერ ელტონ ჯონმა, პოპ-დივას-მადონას "იაფფასიანი სტრიპტიზიორი" უწოდა თავის ინტერვიუში, საზოგადოება ელოდა რომ მომღერალი საპასუხო კომენტარს გააკეთებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მადონამ ყველას გასაოცრად არ ისურვა კონფლიქტის გაღრმავება და უფრო მეტიც, სიმღერაც კი მიუძღვნა სერ ელტონს. ალბათ ბევრმა, არ იცის რომ ზემოთ ხსენებული კონფლიქტი ამ ორ ვარსკვლავს შორის, მადონას მხრიდან ლედი გაგას მისამართით გაკეთებულმა ცინიკურმა განცხადებებმა გამოიწვია, ლედი გაგა კი თავის მხრივ ელტონ ჯონის შვილის ნათლიაა. მადონამ ლედი გაგა საკუთარი სიმღერების პლაგიატში დაადანაშაულა, რაზეც ელტონ ჯონს ერთობ მწვავე რეაქცია ჰქონდა. ელტონ ჯონის თქმით მადონას კარიერა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და სასაცილოა, რომ იგი თავგამოდებით ცდილობს პუბლიკის თვალში ძველი დიდების დაბრუნებას და ლედი გაგასთან კონკურენციასაც არ ერიდება. "ასეთ ასაკში, ამგვარი ვიზუალით მის ადგილას მხოლოდ ვიმღერებდი"-აცხადებს ელტონ ჯონი, "ის კი იმდენს ბედავს რომ ცეკვასაც ცდილობს, რის გამოც უბრალოდ იაფფასიან სტრიპტიზიორად გამოიყურება ხალხის თვალში". ელტონ ჯონი და ლედი გაგა 426 2-ს მოსწონს
|