x
image
ნინო ხიმშიაშვილი
როგორ გავუკეთოთ მასაჟი ჩვილს

image

მასაჟი, კარგი საშუალებაა ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. ამისთვის არაა აუცილებელი რაიმე სპეციალური მოწყობილობა, მხოლოდ ცოტაოდენი თავისუფალი დრო და ქვემოთ მოცემული რამდენიმე მარტივი მოძრაობაა საჭირო.



! გაითვალისწინეთ, რომ ჩვილის მასაჟი

არ ნიშნავს ძლიერ დაწოლას, ან დაზელას,

აქ საუბარია მხოლოდ მსუბუქ მოძრაობებზე.





გულმკერდის მასაჟი

image


დაიწყეთ მსუბუქი მოძრაობით მკერდის ზემოდან ქვემოთ, ნეკნების გასწვრივ. ორივე ხელი უნდა მოძრაობდეს ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით. მოერიდეთ ზედმეტი ზეწოლის გამოყენებას.



ჩვილებს ხშირად აქვთ კოლიკი. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია საათის ისრის მიმართულებით მუცლის დაზელა. აუცილებელია გახსოვდეთ, ეს წესი და საათის ისრის საპირისპიროდ არ გაუკეთოთ მასაჟი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები.

image


ეს ტექნიკა ჰგავს ინგლისურად "I LOVE YOU"-ს აბრევიატურის დაწერას I L U.





ხელებისა და ფეხების მასაჟი


ბავშვის ორივე მკლავი დაიჭირეთ და მარჯვენა ხელი დარცხნივ გადაატანინეთ, მარცხენა მარჯვნივ, ისე თითქოს ბავშვი საკუთარ თავს ეხუტება.


image


image


დაიკავეთ ბავშვის ხელი თქვენს ხელში ისე, როგორც სურათზეა მოცემული და მსუბუქად გაუკეთეთ მასაჟი მკლავიდან მაჯამდე და პირიქით. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელზეც.

გაიმეორეთ იგივე მოძრაობა ფეხებზეც, ნაზად დაუზილეთ ფეხები თითებით.

მასაჟი გუკეთეთ, როგორც ფეხის შიდა, ისე გარე მხარეებზე.




ზურგის მასაჟი


image


შემდეგი ფაზისთვის, ბავშვი მუცელზე გადააბრუნეთ და ზურგზე ნაზად მოუსვით ხელები, წელიდან მხრებამდე, მხრებიდან წელამდე, ორივე მხარეს.

ფრთხილად იყავით, რომ არ დააჭიროთ ხერხემალს.




თავისა და სახის მასაჟი


image

მასაჟი თავზე - საჩვენებელი თითის წვერებით შეგიძლიათ გააკეთოთ რბილი წრიული მოძრაობები, თითქოს მას თავს ბანდეთ.


მასაჟი სახეზე - ეს მარტივია დაუხატე გული სახეზე ორივე ხელის საჩვენებელი თითებით შუბლიდან ნიკაპის მიმართულებით წრიული ხაზებით. თან არ დაგავიწყდეთ მეტი კავშირის დასამყარებლად თქვენს პატარასთან, გაიმეორეთ ხოლმე სიტყვები "მე შენ მიყვარხარ".






0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0