პოლიტიკა დონალდ ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც ამერიკის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი-არნოლდ შვარცენეგერი 2021, 11 იანვარი, 11:20
"დონალდ ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც ამერიკის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი "-ჰოლივუდის ვარსკვლავი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკური პარტიიდან არნოლდ შვარცენეგერი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც აშშ –ს ყველაზე ცუდი პრეზიდენტი მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შემდეგ.
მსახიობმა ვიდეომიმართვა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. შვარცენეგერის თქმით, თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი შეეცადა არჩევნების შედეგების შეცვლას, ასევე მოახდინა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობა, რითაც ხალხი ტყუილში დაარწმუნა. ”იგი ჩაფლავდა როგორც ლიდერი და დაგვამახსოვრდება ისტორიაში, როგორც ყველაზე უარესი პრეზიდენტი”, - თქვა მსახიობმა. მსახიობმა აგრეთვე ისაუბრა თავის რთულ ბავშვობაზე, როგორც სცემდა მამამისი რომელსაც, მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მორალური ტრავმა ჰქონდა მიყენებული. შვარცენეგერი, რომელიც ავსტრიაში დაიბადა 1947 წელს იხსენებს, რომ ადრეულ წლებში გარშემორტყმული იყო ხალხით, რომლებიც ცდილობდნენ ნაცისტურ რეჟიმთან კავშირის გამო დანაშაულის გრძნობა, რომელიც სიცრუეზე და შეუწყნარებლობაზე იყო აგებული, ალკოჰოლით ჩაეხშოთ. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი იმავეს აკეთებს. - მან გადატრიალება სცადა, სიცრუის დახმარებით ხალხი აიყოლია. მამაჩემი და მისი მეზობლები ტყუილის დახმარებით არასწორ გზაზე დააყენეს და მე ვიცი სად მიდის ასეთი ტყუილი, - თქვა მსახიობმა. შვარცენეგერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული დემოკრატია ფოლადს ჰგავს: რაც უფრო იწრთობა, მით უფრო ძლიერდება . შეგახსენებთ, 6 იანვარს ვაშინგტონში ტრამპის მომხრეები შეიკრიბნენ მიტინგზე, რა დროსაც მოაწყვეს კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი, სადაც იმ დროს მიმდინარეობდა სხდომა ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დამტკიცების თაობაზე. არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი. არნოლდ შვარცენეგერის კარიერა კულტურიზმით დაიწყო, რითაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, იგი 7-ჯერ გახდა "მისტერ ოლიმპია(უმაღლესი ჯილდო კულტურიზმში), მაგრამ უფრო წარმატებული გამოდგა მისი კინოკარიერა, სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა "ტერმინატორი"(სერიები), "კომანდო", "მტაცებელი", "მორბენალი", "წითელი სიცხე", ტყუპები", "საბავშვო ბაღის პოლიციელი", "ჯუნიორი" და სხვა. 2003 წლიდან იგი პოლიტიკაში გადაერთო და გახდა კალიფორნიის შტატის რიგით-38 გუბერნატორი და პირველი გუბერნატორი 1862 წლის შემდეგ, რომელიც აშშ-ში არ დაიბადა. 108 4-ს მოსწონს
|