ჩვილობის ასაკში ანტიბიოტიკების მიღებამ, შესაძლოა ბავშვებში გაცხიმოვნება გამოიწვიოს. -დაასკვნეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ამასთანავე,
სწრაფი კვების პროდუქტები სულ უფრო მეტად იწვევს ჭარბწონიანობას. ხოლო ანტიბიოტიკების გადაჭარბებით მიღებას, რასაც აქტიურად მიმართავს ფარმაცევტული სამყარო, ბევრად უფრო მძიმე შედეგი მოჰყვება.
ექიმები უკვე დიდი ხანია წუხან ბავშვებში გავრცელებული ზედმეტწონიანობის პრობლემით. მათივე თქმით, ეს ეპიდემიას ემგვანება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ექიმები ამაში ადანაშაულებდნენ მაღალკალორიულ ე.წ. ფასტ-ფუდსა და გაზიან სასმელს, რაც ადამიანის ორგანიზმში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას იწვევს. ახლა ექიმები იგივე პრობლემას სამკურნალო პრეპარატებში, კერძოდ, ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენებაში ხედავენ.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათ შორის ვისაც ჩვილობის პირველ თვეებში ანტიბიოტიკები მიაღებინეს, ზედმეტწონიანობის საშიშროება 22%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ანტიბიოტიკები იწვევს ნაწლავური მიკროფლორის დარღვევას, რაც განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვებისათვის არის საშიში. ხოლო, რაც შეეხება ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენებას, ასეთ შემთხვევაში სასარგებლო და პათოლოგიური მიკროორგანიზმების სერიოზული დისბალანსი წარმოიშვება და არასოდეს ქრება უშედეგოდ, - ამბობს პედიატრი ოქსანა ოსიპენკო.
პრეპარატების არასწორი გამოყენება იმუნური სისტემის მოშლას იწვევს. ეს გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლასა და ორგანიზმში საკვების სწორად შეთვისებაზე. გარდა ამისა, ირღვევა საკვები მიკროელემენტების გადამუშავების პროცესი. გაცხიმოვნება, შესაძლოა უკავშირდებოდეს თავად ანტიბიოტიკური პრეპარატის გვერდით მოვლენასაც.
ბოლო წლებში, ექიმები იმდენად გაიტაცა ანტიბიტიკების გამოწერამ, რომ ბევრ შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აკეთებენ ამას. მაგალითად, ტემპერატურის უმნიშვნელო მატების, ან იმ
შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ბაქტერიულის ნაცვლად, შიდა ინფექციური დაავადება აქვს, ამ უკანასკნელთან კი ანტიბიოტიკური მკურნალობა უშედეგოა. დასკვნა: ექიმები ან თავს იზღვევენ, ან სამედიცინო ინტერესების ნაცვლად კომერციულს ემსახურებიან.ეს დაუშვებელია და ასეთი შეცდომის გამართლება არ შეიძლება.
აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ექიმებზე სერიოზულ გავლენას ახდენენ პრეპარატების მწარმოებლები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან. საერთო ჯამში კი, ისევ პაციენტები ზარალდებიან, რადგანაც ისინი ხშირად ენდობიან მკურნალ ექიმებს და ისეთი წამლების მიღება უწევთ, რაც რეალურად მათ არაფერში სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფარმაცევტები დაავადების გამოკვლევის გარეშე ურჩევენ ავადმყოფს ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებას. წესით, ფარმაცევტს არ აქვს ისეთი პრეპარატის გაყიდვის უფლება, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე არ გაიცემა, - ამბობს ენდოკრინოლოგი ალექსანდრა მუხოტინა.
დღეს არსებული ფარმაცევტული აგრესია საშინლად უშლის ხელს სამედიცინო პრაქტიკას. შედეგად აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ინიშნება ანტიბიოტიკური თერაპია და ხშირად ჰორმონალური პრეპარატებიც. ამგვარი წამლების ურეცეპტოდ გაყიდვა ყოვლად დაუშვებელია. ცხადია, ეს მომგებიანია სააფთიაქო ქსელისათვის ბიზნესისა და კონკურენციის თვალსაზრისით.
ასეთი ფარმაკოლოგიური ექსპანსიის შედეგად პაციენტს შესაძლოა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა გაუჩნდეს, ვიდრე გაცხიმოვნებაა. საუბარი შეეხება ადამიანის ორგანიზმის გამძლეობას ანტიობიტიკებისადმი. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი ვეღარ დაამარცხებს დამღუპველ ბაქტერიებს, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს ბანალური სტაფილოკოკი და ტუბერკულიოზის გამომომწვევი ჩხირი. ექიმები უკვე რამოდენიმე წელია განგაშს ტეხენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის გარეშე, ხალხი ძალიან რთულად დააღწევს თავს იმ დაავადებებს, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინათ თერაპიის კურსის მეშვეობით მარცხდებოდა.