ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ალკოჰოლი, ტკბილეულობა და მაკარონი ადამიანის ორგანიზმს ტვირთავს, ხოლო სწრაფ კვებას დეპრესიის გამოწვევაც შეუძლია. ამის საპირისპიროდ, კლასიკური სამზარეულო ორგანიზმის ტონუსში ყოფნას უწყობს ხელს: არც ასუქებს და არც ხასიათსა და განწყობას აფუჭებს.
იმ პროდუქტების სიაში, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ღლის შედის ასევე ხორცი, პური და შემწვარი კერძები. ამავდროულად, ამერიკელმა მეცნიერებმა სხვა პროდუქტების სიაც შეადგინეს, რომლებიც მხიარულ განწყობას იწვევს. ეს არის ჩაი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი და შოკოლადი. თუმცა, ექიმ-დიეტოლოგმა ალექსეი კოვალკოვმა ზემოთ ჩამთვლილ საკვებს მოკლევადიანი ეფექტის მქონე დოპინგი უწოდა.
ჩაი და შოკოლადი შეიცავს პროდუქტებს, რომლებსაც ენერგიის მომატება შეუძლიათ, ეს ძირითადად კოფეინია. თუმცა, მას დროებითი ეფექტი აქვს. მათი მიღების შემდეგ ადამიანი მართალია მხნედ გრძნობს თვს, თუმცა ეს მხოლოდ ორ-სამ საათს გრძელდება და დაღლა და მოდუნება კვლავ ეუფლება მას. რეალურად, ადამიანის გადატვირთვა შეუძლია არა საკვებს, არამედ საკვების რაოდენობას. ზოგიერთი საკვები პროდუქტის გადამუშავებას საკმაო რაოდენობის ენერგია სჭირდება, უფრო მეტიც, ზოგიერთი პროდუქტი საერთოდაც შეუთავსებელია ორგანიზმისათვის. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმს მხოლოდ 30-40 გრამი ცილების გადამუშავება შეუძლია. თვალსაჩინოებისათვის: ამ რაოდენობის ცილებს შეიცავს მაგალითად, სიგარეტის კოლოფის ზომის ქათმის ხორცის ნაჭერი.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ცოტა დრო რჩება ადამიანს კვების რაციონის გასაკონტროლებლად. ეს განსაკუთრებით რთულია დიდ ქალაქებში. გარდა ამის, ე.წ. ფასტ ფუდის ობიექტების სიმრავლემ სწრაფად წახემსების ძალიან საშიში ჩვევა დაამკვიდრა, რაც იწვევს გაცხიმოვნებასა და დეპრესიას, - ამბობს ექსპერტი ალექსეი ნოვიკოვი.
სწრაფი კვება მომენტალურად აკმაყოფილებს ადამიანს და მალევე ეუფლება შიმშილის გრძნობა, რაც შემდეგ უზომო ჭამაში გადაიზრდება. შედეგად იგრძნობა სიმძიმე და დაღლა. ადამიანმა სწრაფად და ბევრი არ უნდა ჭამოს. სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი შეიცავს ცხიმებს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე არამარტო ჯანმრთელობის, არამედ ფსიქო-ემოციური მდგომარეობის თვალსაზრისითაც. არასწორ კვებასა და დეპრესიას შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. რაც უფრო მაღალია ადამიანის ფსიქოლოგიური დისბალანსი, მით მეტად უჩნდება პრობლემატური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.