საზოგადოება ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გააჩერა - ახალი დეტალები 2021, 9 იანვარი, 14:17 ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან, ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს. . „მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). . თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა. . ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, - წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე. . თავად ნინო ანანიაშვილს ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. თუცა, მანამდე ის აღნიშნავდა, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში ბევრი თეატრი გაჩერდა, მათ შორის უმოქმედოდაა ქართული დასი, ამდენად ის თავისუფალ დროს ნოვოსიბირსკის თეატრს მოახმარდა და პარალელურად ქართული ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩებოდა . „კიდევ კარგი, ქმარი პრეზიდენტად არ ავირჩიეთ ! აქ რა ხდება?!
რუსეთი აღარაა ოკუპანტი?!
ბ-ნი გრიგოლის ფანები რას ამბობენ?! - ასე ეხმაურება გაზეთ ქრონიკა პლიუსის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში ერთერთ საბალეტო დასის ხელმძღვანელად დაინიშნა.
.
ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
ნინო ანანიაშვილი ერთხელ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2016 წლის თებერვალში მან მოსკოვში, თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.
.
გადაწყვეტილების მიზეზებსა და იმაზე, თუ რას გეგმავს ნინო ანანიაშვილი, როგორ შეხვდნენ სიახლეს მისი ოჯახისა და დასის წევრები და მოელის თუ არა კრიტიკას კარიერის რუსეთში გაგრძელების გამო, თავად ნინო ანანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
.
ნინო ანანიაშვილი: თავდაპირველად, რადიო თავისუფლების პლატფორმიდან, მინდა ყველას მივულოცო შობა და ახალი წლის დადგომა. მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს და სამძიმარი გამოვუცხადო ყველას, ვინც ამ წელს ახლობელი დაკარგა. და ვთქვა, რომ ხელოვნების წარმომადგენლებს წელს ძალიან, ძალიან გაუჭირდათ, მათ დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.
.
რადიო თავისუფლება: ქალბატონო ნინო, 2021 წელს თქვენ კარიერაში სიახლით იწყებთ, რაც, ალბათ, გამოხმაურების გარეშე არ ჩაივლის, განსაკუთრებით კი თქვენს ქართველ გულშემატკივრებში. როგორც გავიგეთ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება გახდეთ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასეა?
.
ნინო ანანიაშვილი: დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო.
რადიო თავისუფლება: რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა ეს თქვენთვის და ზოგადად?
ნინო ანანიაშვილი: თუ გავითვალისწინებთ, ბალეტის მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და იმას, რომ რუსეთი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა, მაშინ დიახ, ასეა. თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა.
.
რადიო თავისუფლება: ანუ პანდემიით გამოწვეული სირთულეები გახდა თქვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი?
ნინო ანანიაშვილი: დიახ. თუ ჩემს სფეროზე ვილაპარაკებ, ყველაზე დიდი სირთულეები ბალეტის მსახიობებს დაატყდათ თავს. მარტში ერთი წელი გახდება რაც დაკეტილები ვართ და ისევ არ ვიცით, გავიხსნებით თუ არა. შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ.
.
სამწუხაროდ, ის წინადადებები, რომლებიც მე აქამდე მქონდა უცხოეთიდან, მათ შორის, ამერიკიდან, საქართველოში მუშაობას გამორიცხავდა. ძალიან ბევრ შეთავაზებაზე ვთქვი უარი. კომპრომისებს ვეძებდი, მინდოდა სხვასთან თანამშრომლობა, მაგრამ ყველგან დაიკეტა ყველა თეატრი. შემდეგი სეზონებიც კი დახურულია. ასეა, მაგალითად, ჩემს საყვარელ მეტროპოლიტენ ოპერაში. მსახიობები უმუშევრად დარჩნენ და ზოგიერთს ხელფასსაც კი არ უხდიან. ჩვენი მსახიობებიც უკვე ცხრა თვეზე მეტია უსცენოდ არიან. ოთხი პატარა სპექტაკლი დავდგით სექტემბერში. ეს იყო და ეს.
რადიო თავისუფლება: თუ სწორად მივხვდი, თქვენ ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩებით და ნოვოსიბირსკის თეატრთან თანამშრომლობასაც გეგმავთ?
ნინო ანანიაშვილი: ცხადია. სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი - ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა - მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში.
ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ>> 69 1-ს მოსწონს
|