საბუნებისმეტყველო 11 ყველაზე საშიში ადგილი მსოფლიოში 2021, 10 იანვარი, 5:28 1. "სამეფო სპილოები" ჩონბურში, ტაილანდიტაილანდში არსებობს ასეთი ადგილი "სპილოების სამეფო", რომელიც ნიანგების სამყარო უფრო შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მათი რაოდენობა აქ ურიცხვია. ნიანგების ამ ფერმაში ტურისტები მეპატრონისგან ქირაობენ პატარა ნახევრად დახურულ ტივტივებს, რომლითაც მიდიან ნიანდგებთან, რათა ნახონ ისინი და დააპურონ. ისინი იყენებენ ძროხის ან ხორცის ნაჭრებს, რომლებიც მიმაგრებულია წნელებზე. 2. სიკვდილის ველი / აშშწყლის გარეშე აქ მხოლოდ 14 საათი გაძლება შეიძლება. მთათაშორისი ღრმული აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის. ველის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი (სიმაღლე ზღვის დონიდან -86 მეტრი). სიკვდილის ველის ტერიტორიაზე 1913 წელს დაფიქსირდა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ტემპერატურა +56.7 °C. ვერცერთი მეცნიერი ვერ ხსნის გასაოცარ ფაქტს, რომელიც სიკვდილის ველის სამხრეთ ნაწილში მდებარე დამშრალი ტბის ფსკერზე ხდება, სადაც მოძრაობს 30 კილოგრამიანი და მეტი წონის მქონე ქვები, რომლებიც მინიმუმ 10 მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ. (wiki) 3. აფარის ღრუ, ეთიოპიაერტა ალევის ვულკანი, ეთიოპიაში აფარის რეგიონში, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვულკანია. რომელსაც მცირე მიწისძვრები სდევს თან და ქმნის უამრავ ღრმა უფსკრულს. კრატერი ორი ლავის ტბა მოძრაობს, ლავის რაოდენობა მუდმივად იცვლება და რყევებთან ერთად დედამიწის ზედაპირი იწყებს წვას. 4. გველის კუნძული, ბრაზილიაეს კუნძული ფართოდ არის აღიარებული, როგორც პლანეტის ყველაზე საშიში ადგილი, რომელიც სავსეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი, ამერიკული შუბისთავა გველებით - ბოტროპსებით. მკვლევარების შეფასებით, ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ხუთი გველი ბინადრობს. არსებობს ამ გველების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო როცა შუქურის მცველი იმსხვერპლა გველმა, მას შემდეგ ბრაზილიის მთავრობამ აკრძალა კუნძულზე ვიზიტორების დაშვება. 5. ნატრონის ტბა, ტანზანიაეს სურეალისტური სურათი შეიძლება უცხოპლანეტელების ადგილს ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ტანზანიის ნატრონის ტბის ფოტოა. ტბის ზედაპირზე ტუტე მარილის ქერქი იმდენად საშიშია, რომ ყველა ცოცხალი არსება მასთან კონტაქტის შედეგად იღუპება. გასაგები მიზეზების გამო, ამ ტბაში ცურვა კატეგორიულად აკრძალულია. ესეც რომ არა, გოგირდწყალბადის ძლიერი სუნი, ამ ტბასთან დიდხანს გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ. 6. დანაკის უდაბნო, ერითრეააქ ტემპერატურა ისეთი ცხელია, რომ ხშირად 50 გრადუსს C აღწევს. უამრავი აქტიური ვულკანი, გეიზერები, საიდანაც ტოქსიკურ გაზები იტყორცნება ჰაერში - ძნელი წარმოსადგენია უფრო სასტიკი ლანდშაფტი, ვიდრე აფრიკის დანაკილის უდაბნო. ვინც ეს ადგილი მოინახულა მიიჩნევს, რომ ის "ჯოჯოხეთია დედამიწაზე". მაგრამ ის მაინც იზიდავს უამრავ მამაც მოგზაურს მთელს მსოფლიოში. გაითვალისწინეთ, რომ დანიაკის უდაბნოში ვიზიტი, გამოცდილი მეგზურის გარეშე, კატეგორიულად აკრძალულია. 7. სიკვდილის ხეობა, კამჩატკა, რუსეთიმოქმედი სტრატოვულკანის გამო, აქ აღმოჩენილია ტოქსიკური გაზების მაღალი კონცენტრაცია, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყველა ცოცხალ არსებას: მცენარეები და ცხოველები სწრაფად იღუპებიან, ხოლო ადამიანებს მალევე ეწყებათ თავბრუსხვევა, თავისტკივი და ციებ-ცხელება. 8. სინაბუნგის ვულკანი, ინდონეზიაეს არის აქტიური ვულკანი, რომელიც მდებარეობს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაში. ამოფრქვევები აქ ძალიან ხშირია, რის გამოც ათასობით ადამიანი თავშესაფრისა და საარსებო წყაროს გარეშე რჩება. მიმდებარე ქალაქები და სოფლები უკვე რამდენჯერმე დაიფარა ლავითა და ფერფლით. ამოფრქვევები დაიწყო 2010 წლის 29 აგვისტოს გვიან ღამით, და გაგრძელდა 2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2019, 2020 წლებში. ბოლო ამოფრქვევა მოხდა, ახლახან 2021 წლის 3 იანვარს დილის 09:34 საათზე და არავინ იცის რა მოხდება იქ ხვალ თუ ზეგ. 2010 წლამდე ვულკანს 400 წელი ეძინა. 9. ბიკინის ატოლი, მარშალის კუნძულებისადღაც ოკეანეში ჩაკარგული ეს კუნძული სამოთხეს ჰგავს არა? ვერ იფიქრებთ რომ აქ რამე იყოს საშიში. მაგრამ ბიკინის ატოლზე უამრავი (20-ზე მეტი) ბირთვული ცდების (ბირთვული აფეთქებები), გამო ულამაზესი კუნძული რადიოაქტიურ უდაბნოდ გადაიქცა. ატოლის სურათი კოსმოსიდან. ჩრდილო-დასავლეთ კონცხზე ჩანს კრატერი,რომელიც 1954 წლის 1 მარტს "კასტლ ბრავოს"ბირთვული ცდებისას ჩამოყალიბდამოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და დღესაც კი საშიშია იქ არსებობა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთმის. აქ დაფიქსირებულმა არანორმალურად მაღალმა რადიოაქტიურმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო. 10. ნიუ-ჯემპშირის მთა, იგივე ვაშინგტონის მთა, აშშმიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის მთა არც ისე მაღალია (1, 917 მეტრისაა სულ), ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მწვერვალია. ეს მთა დედამიწის ზედაპირზე ყველაზე სწრაფი ქარის ადგილითაა ცნობილი. დაფიქსირებულია 327 კმ / სთ. სიჩქარე. გარდა ასეთი სწრაფი ქარისა, აქ ტემპერატურაც მომაკვდინებელია რომელიც შეიძლება დაეცეს -40 გრადუსამდე, რასაც თან სდევს უწყვეტი ძლიერი თოვა. 11. მადიდის ეროვნული პარკი, ბოლივიაერთი შეხედვით, ეს ადგილი ძალიან თვალწარმტაცი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საშიშია. იმის გამო, რომ აქ მდებარეობს ყველაზე შხამიანი ბუნება მსოფლიოში. ამ პარკში რომელიმე მცენარესთან შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ქავილი, გამონაყარი და თავბრუსხვევა. მომაკვდინებელია მცირე ნაკაწრიც კი, რადგან შეიძლება დაინფიცირდეთ ტროპიკული პარაზიტებით. 711 შეფასება არ არის
|