სხვა მარკეტინგული საიდუმლოებები, რომლებიც კვებით ინდუსტრიას ურჩევნია არ იცოდეთ 2021, 8 იანვარი, 6:23 პროდუქტების გარეგნული სილამაზე არ იძლევა გარანტიას ნატურალური გემოს, ჯანსაღ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების შესახებ. რამდენიმე რჩევა დაგეხბარებათ თუ, როგორ უნდა შეარჩიოთ ჯანსაღი პროდუქტი ყიდვის დროს. თევზიახალ თევზს აქვს ნათელი თვალები; დაბინდული და ამობურცული თვალები ძველი თევზის მანიშნებელია. ლაყუჩები უნდა იყოს ნათელი წითელი ან იშვიათად ღია ვარდისფერი. როდესაც თევზს ხელში აიღებ, მისი კუდი თავისუფლად უნდა ჩამოიკიდოს. თაფლიბუნებრივი თაფლი გამჭვირვალე და ერთნაირი ფერისაა. ხარისხიანი თაფლი ძალიან ტკბილი და სპეციფიკური სუნისაა. შეიზილეთ მისი წვეთი თითებში: თუ მას კანი ადვილად შეიწოვს, ესეიგი ნამდვილი თაფლია. ნაყინიყოველთვის წაიკითხეთ ნაყინის ეტიკეტი. უპირატესობა მიანიჭეთ თხილიან ნაყინს. ხილის ნაყინი არასოდეს მზადდება რაიმე ბუნებრივით.
ბულგარულიბულგარული წიწაკის ორი, ან სამი განყოფილება და ნაკლები თესლი, მიუთითებს იმაზე, რომ ის ცოტა მწარეა. თუ ოთხი განყოფილებაა და ბევრი თესლი, ის ტკბილი იქნება. პურიახალი პური არ უნდა იყოს მაგარი, ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ ხელის შეხებით. გაითვალისწინეთ, რომ პოლიეთილენის პარკში პური უფრო დიდხანს რჩება სუფთა, მაგრამ ასეთ შეფუთვაში სულ რამდენიმე საათში ის კარგავს თავის გემოს და თვისებებს. ხორციახალი ხორცი ვარდისფერია, და არა წითელი, ან ყავსიფერი. გაითვალისწინეთ ცხიმის ზოლები: ისინი უნდა იყოს ნათელი და ძალიან მსუბუქი. კარგი ხორცი ასევე არ გეკვრება ხელებზე. ყველიმყარი ყველის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს, ნასვრეტებს და ტექსტურას: უნდა იყოს ერთგვაროვანი, ნასვრეტები კი თანაბარი სიდიდის უნდა ჰქონდეს. 672 შეფასება არ არის
|