სხვა რისთვისაა საჭირო კედელზე მიმაგრებული დეტალები საავადმყოფოებში 2023, 12 ივნისი, 13:00 ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის (BAU) დერეფანი, ბათუმი 09.06.2023ჰოსპიტალების ინტერიერისთვის ეს დეტალი განუყოფელი ნაწილია. მას კედლის დამცავი ჰქვია და საავადმყოფოების დერეფნებში წარმოქმნილი მთელი რიგი პრობლემების თავიდან აცილება შეუძლია. ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის (BAU) დერეფანი, ბათუმი 09.06.2023საავადმყოფოების შენობებში განსაკუთრებით კედლის ზედაპირებმა უნდა გაუძლოს ცვეთას. ამიტომ დამცავები სწორედ იმ სიმაღლეზეა განთავსებული, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის. გარდა იმისა, რომ კედლის დამცავები ინარჩუნებენ ინტერიერის რემონტს, ასევე მნიშნელოვანია ჰიეგიენისთვის. არათანაბარი ზედაპირები, თუნდაც ოდნავ ნაკაწრები, რთულია გასაწმენდად, რის გამოც ადვილად იყრის მასში თავს ბაქტერიები და ვირუსები, რაც იდეალური ადგილია მათი გამრავლებისთვის. როგორც ნებისმიერი დატვირთული საზოგადოებრივი შენობის შემთხვევაში, საავადმყოფოების კედლები დაუცველია ყველა სახის დაზიანების მიმართ - ცხიმიანი კვალი, ნაკაწრები, განზრახ დაზიანება, როგორიცაა წარწერები. ასევე დიდ ზიანს აყენებს კედლებს ბორბლიანი აღჭურვილობები, საწოლები, პორტატული დიაგნოსტიკური ხელსაწყოები, რომლებიც გადაადგილდებიან 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. საავადმყოფების კედლების ზედაპირები კარგად უნდა იყოს დაცული, უძლებდეს ცვეთას და ადვილად იწმინდებოდეს – სწორედ ამიტომ, საავადმყოფოების შენობებში გამოიყენება კედლის დამცავები. 83 1-ს მოსწონს
|