საქართველო "სად არის იაფი წამლები? სად წავიდა ამ აფიორაში გაშვებული მილიონები?" - ჯაფარიძის მწვავე პოსტი ჰუმანითი ჯორჯიაზე 2021, 7 იანვარი, 18:25 "ჰუმანითი ჯორჯია გახსოვთ?
2015 წლის აპრილში რომ დაარეგისტრირეს
მფლობელი ავსტრიული კომპანია რომ იყო, რომელიც 2015 წლის მარტში დარეგისტრირდა ვენაში
2016 წლის თებერვალში სერგეენკო რომ აცხადებდა ჰუმანითი ჯორჯიას იაფი მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომიაო
საპარტნიორო ფონდს 30 მილიონი დოლარი რომ უნდა მიეცა
ორხევში რომ უნდა აშენებულიყო საწარმო, 130 მლნ დოლარის ინვესტიციით
იაფი წამლები რომ უნდა შემოეტანა, ადგილზე ეწარმოებინა და ექსპორტზეც გაეტანა
იგივე საპარტნიორო ფონდიდან 9.5 მილიონი დოლარის სესხი რომ აიღო მედიკამენტების იმპორტისთვის
ანუ, ჩვენი ფული წაიღო
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ძმის შვილი რომ იყო, გიორგი საგანელიძე
კუშნერი რომ ჩამოიყვანეს და რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ჩაახუტეს ბიუჯეტიდან
ჯანდაცვის სფეროში სინგაპურს რომ გვპირდებოდნენ რამდენიმე წელში
სად არის ახლა ჰუმანითი ჯორჯია?
სად არის იაფი წამლები?
სად წავიდა ამ აფიორაში გაშვებული მილიონები?
სად არის კუშნერი?
ერთი სერგეენკო ვიცით სადაც არის
პარლამენტშია
და მთავრობის დამტკიცებაზე გახარიას ეკითხება - წამლები რომ ძვირია, მთავრობა რას აპირებს ამ მიმართულებითო
მთავრობა რას აპირებსო
ძვირია წამლებიო
– __
არ გაბრაზდეთ, არა
შობაა, რა დროს გაბრაზებაა
მთავარია ხვლიკია მადაზე". - წერს ზურაბ ჯაფარიძე თავის ფეისბუქზე.
226 შეფასება არ არის
|