მსოფლიო კაპიტოლიუმში დემონსტრანტები შეიჭრნენ, შენობიდან მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა 2021, 7 იანვარი, 0:17 როგორც CNN იუწყება, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა. „საარჩევნო კოლეგიის ხმების დამოწმების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ“, - წერს CNN. შეგახსენებთ, კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ. პარალელურად კი ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს 85 შეფასება არ არის
|