სხვა შუა საუკუნეების ევროპაში ხალხს წყლის ეშინოდა- შოკისმომგვრელი ფაქტები ჰიგიენის შესახებ 2021, 5 იანვარი, 13:52 ის რაც ადრე ხდებოდა ელემენტარული ჰიგიენის მხრივ, ნამდვილად შოკიმომგვრელია.
როგორ არსებობდნენ მაშინ, როდესაც არ არსებობდა დეოდორანტები და პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილი ნივთები? ცხელი აბაზანა, რომელსაც დღეს ყველა აღმერთებს, შუა საუკუნეებში სახიფათოდ და აკრძალულადაც ითვლებოდა.
ხალხი უბრალოდ გაურბოდა ცხელ წყალს, რადგან სწამდათ, რომ ის ფორებს ხსნიდა და კანში მიკრობები აღწევდნენ. მართალია ექიმები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, მაგრამ ხალხი მათ არ უსმენდა.
დაუჯერებელია, მაგრამ ძველად სამეფო კარის წარმომადგენლებსაც კი ეშინოდათ და ეზარებოდათ დაბანა. XV საუკუნეში იზაბელამ აღიარა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ დაიბანა. პირველად, როცა დაიბადა და მეორედ ქორწილის დღეს. ასევე, ლუდოვიო XIV ს ექიმებმა აიძულეს ებანავა, მაგრამ ეს პროცესი იმდენად არ მოეწონა, რომ მას შემდეგ წყალს არც გაკარებია.
XVIII საუკუნამდე მიღებული იყო მხოლოდ ხელების და პირის დაბანა, სახის რეგულარულ დაბანას ექიმებიც არ უწევდნენ რეკომენდაციას, თვლიდნენ, რომ ამით ანთებითი პროცესები დაიწყებოდა და შეიძლება სიბრმავეც გამოეწვია. XIX საუკუნეშიც კი, აბაზანას მხოლოდ ავადმყოფობისას იღებდნენ, ისიც, თუკი ექიმი დაუნიშნავდათ. ცივ ან ცხელ წყალში, მარილის დამატებით და მხოლოდ რამდენიმე წუთით. იმიათვის, რომ დაუბანელი სხეულის უსიამოვნო სუნი დაეფარათ, იყენებდნენ სხვადასხვა მცენარისგან დამზადებულ ნაყენს. ლუდოვიკო XIV კი საერთოდ აკრძალა მასთან მისვლა სუნამოს დასხმის გარეშე. საბედნიეროდ, მედიცინის განვითარებასთან ერთად, ხალხი წყალს შეეჩვია. თუმცა, ექიმები მაინც აფრთხილებდნენ ქალებს წყლის აბაზანები დიდი ხნის განმავლობაში არ მიეღოთ, რათა უნაყოფობა აეცილებინათ თავიდან. შამპუნი მხოლოდ XIX საუკუნეში გამოიგონეს, მანამდე კი ქალები თმის გასაწმენდად მდოგვს ან სხვადასხვა ბალახებს იყენებდნენ. ძნელი წარმოსადგენია ისიც, თუ რა ხერხებს მიმართავდნენ ქალები ინტიმური ჰიგიენის არარსებობის დროს.
107 შეფასება არ არის
|