შოუბიზნესი რეტუში, წებოვანი ლენტი და ბოტოქსი: ნახეთ, როგორ ატყუებენ ვარსკვლავები საკუთარ თაყვანისმცემლებს 2021, 4 იანვარი, 16:06 სელებრითების სილამაზე ხშირად იმდენად სრულყოფილი ჩანს, რომ მათი საკუთარ თავთან შედარება უნებურად არაერთ კომპლექსს გიჩენს. მათ ხომ არც ნაოჭები, არც სტრიები და მით უმეტეს, არც ცელულიტი აქვთ... ვარსკვლავების ფონზე როგორ გინდა საკუთარი თავი შეუხედავად არ ჩათვალო? სინამდვილეში კი, ცნობილი ადამიანების უმეტესობა უბრალოდ გვატყუებს - ამისთვის კი მათ მრავალი საშუალება აქვთ.ფოტოშოპიყველანი მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ვარსკვლავების ფოტოები ჟურნალებსა თუ სარეკლამო კამპანიებში როგორც წესი, ყოველთვის რეტუშირებულია, მეტიც, ცნობილი სახეები სოცილურ ქსელებში ასევე ყველა ფოტოს დეტალურად ფოტოშოპში ამუშავებენ და მილიონობით გამომწერს მხოლოდ ამის შემდეგ უზიარებენ. როგორც წესი, ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ და მათი სრულყოფილი ფორმებით აღფრთოვანებულები საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტად ვბრაზობთ, თუმცა ზოგჯერ გაუთვალისწინებელი კონფუზები სილამაზის სტანდარტებს აყოლილ მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადენლებსაც ემართებათ.მაგალითად, ბიონსე ერთხელ ფოტოშოპის საშუალებით თეძოების დავიწროებაში "გამოიჭირეს". თქვენ კი, კიდევ გიკვირთ როგორ ახერხებენ ისინი ასეთი იდეალური ფორმების შენარჩუნებას, მაშინ როდესაც თქვენ რამდენიმე კილოგრამი წლობით ვერ მოგიცილებიათ.ფოტოშოპის გამოყენებაში ასევე იდეალური ვიქტორია ბექჰემიც "გამოიჭირეს". რაში სჭირდებოდა ალბათ იკითხავთ თქვენ... ის ხომ მოხდენილი, მოვლილი და ისედაც მიმზიდველია? მიზეზი კი იმაზე მარტივია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩინური "Vogue" - ის ხელმძღვანელობამ ჩათვალა რომ ვიკის ფოტოს პატარა "კორექცია" ესაჭიროებოდა, ვინაიდან დიზაინერი და ოთხი შვილის დედა საკმარისად ლამაზად არ გამოიყურებოდა.წებოვანი ლენტიკიმ კარდაშიანის წყალობით, ვარსკვლავების სრულყოფილი დეკოლტეს საიდუმლო, უკვე ყველამ გაიგო. წლების წინ, მართლაც უცნაურად გვეჩვენებოდა, როგორ ახერხებდნენ ცნობილი ქალბატონები ღრმა ჭრილის კაბებში ასე თავდაჯერებულად სიარულს.აღმოჩნდა, რომ ლამაზი მკერდის საიდუმლო არც მეტი, არც ნაკლები - წებოვან ლენტში მდგომარეობს, რომლის დახმარებითაც სელებრითები თავიანთ "ღირსებებს" იდეალურ ფორმებს ანიჭებენ. მადლობა კიმ, შენ აგვიხილე თვალები ამ რეალობაზე!მაკორექტირებელი კორსეტიყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებულია ძველია, და თუ რომელიმე თქვენგანს კორსეტი შორეული წარსულის რელიკვიად ეჩვენება, ცნობილი სელებრითები ასე სულაც არ ფიქრობენ. ბევრი ელასტიკური სარტყელი, წარმოუდგენლად წვრილი წელის ეფექტს ჰქმნის, რომელსაც ვარსკვლავები ძირითადად, მომდგარი კაბების ქვეშ ატარებენ.მაგალითად, მოდელ ემბერ როუზს განიერ თეძოებსა და წვრილ წელს შორის წარმოუდგენელი სხვაობა ქვს. როგორ ფიქრობთ საქმე გენეტიკაშია თუ ვარჯიშში? რაღა თქმა უნდა არც ერთში! ეს უბრალოდ კორსეტის დამსახურებაა.მსგავსს სარტყელს ატარებს ასევე - ქლოე კარდაშიანიც, რომელიც ვარსკვლავური ოჯახის ყველაზე ფუმფულა წევრად ითვლება, თუმცა კაბებში ქლოეს მუცელი მაინც ყოველთვის იდეალურად გამოიყურება - რაც ამ შემთხვევაშიც კორსეტის დამსახურებაა.ბოტოქსი? არა, არაფერი მსმენია!და თუკი ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ხრიკი შეიძლება ერთი შეხედვით, უვნებლად გამოიყურებოდეს, ვარსკვლავების დაჟინებული უარყოფა, რომ ისინი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არანაირ "სილამაზის ინექციებს" არ იკეთებენ ცოტათი გამაღიზიანებელია.პლასტიკური ქირურგიის ხანაში ვარსკვლავები კვლავ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ისინი ბოტოქსის ინექციებსა და პლასტიკურ ოპერაციებს სისტემატურად იკეთებენ. გავიხსენოთ თუნდაც ნიკოლ კიდმანის ერთ - ერთი ციტატა: "მე პლასტიკურ ქურურგებს არასდროს ვსტუმრობ, დიახ, მე ბოტოქსი სამწუხაროდ, რამდენჯერმე გავიკეთე, თუმცა ეს უკვე წარსულშია. ახლა უკვე ჩემი სახე კვლავ მობილურია".იგივე ეხება, მაგალითად, უმა თურმანსაც. 50 წლის ამერიკელი მსახიობი უარყოფს რომ ის ნაოჭებს ინექციის საშუალებით ისწორებს. შესაძლოა მისი ეს "სიმართლე" ვინმეს სჯეროდეს, თუმცა ჩვენ - არა.666 შეფასება არ არის |