სხვა 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ინტერიერის დიზაინში 2021, 3 იანვარი, 0:49 გაგაცნობთ ინტერიერის დიზაინში დაშვებულ ათ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების სია არ შეიძლება არ დაიწყოს სივრცის გეგმის არ ქონით.
1 – სივრცის გეგმის არ ქონა
აუცილებლად იქონიეთ ანაზომი, თუ არ გაქვთ ნებისმიერი ოთახის ანაზომი შეეცადეთ ეს სივრცე თავად გაზომოთ და გადაიტანოთ მოცემულობა ფურცელზე ან თუნდაც თქვენ ტელეფონში ჩანაწერების სახით. ეს დაგეხმარებათ რომ წარმოიდგინოთ სივრცის მოცულობა და კიდევ უფრო განსაზღვროთ ტექნიკური მახასიათებლები.
შემდეგი შეცდომა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია არის
2 – დაგეგმარებითი მონახაზის არ ქონა აუცილებელია წინასწარ გქონდეს წარმოდგენა თუ რომელ ავეჯს სად განალაგებ. სწორედ ამის შესაბამისად უნდა მოიძიოთ ნივთები ![]() ეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ ამ ნივთების მოცულობა და ზომები. 3 – მოდას აყოლა შეეცადეთ ტრენდის მიხედვით არ გადაწყვიტოთ ისეთი დეტალები, როგორიც არის აბაზანის ფილა, კედლის ფერი და ასე შემდეგ...რადგან თუ რომელიმე ტრენდიდან გადავა თქვენი ინტერიერი რთული შესაცვლელი იქნება. ამის მაგივრად სცადეთ ტრენდული აქცენტები გააკეთოთ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა: ხალიჩა, ბალიშები, ფარდები და სხვა სახის დეკორაცია. 4 – სათავსოების უგულებელყოფა ხშირად ადამიანები სათავსოებს არ ითვალისწინებენ, მაშინ როცა მათი რესურსის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შეეცადეთ მაქსიმალურად აითვისოთ ყველა კუთხე სათავსოდ. კარადები არასდროსაა ზედმეტი. 5 – ძველი ნივთების შენარჩუნება ადამიანებს უჭირთ ძველ ნივთებთან გამომშვიდობება, შეეცადეთ გადაყაროთ ძველი ნივთები, რომლებიც უსარგებლოა. თუ, რა თქმა უნდა, ეს ნივთები სრული სურათის შესაქმნელად არ გამოიყენება. ![]() ![]() 97 შეფასება არ არის
|