ვარსკვლავები ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ახალმა ფოტოებმა თაყვანისმცემლები ააღელვა 2020, 31 დეკემბერი, 14:55
მსოფლიოში ყოფილმა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, კაილი ჯენერმა, რომელიც ასევე ითვლება 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პიროვნებად, ახალი წლის წინ გადაიღო ფოტოები საცურაო კოსტუმში და აღაფრთოვანა თაყვანისმცემლები. სურათები გამოქვეყნდა მისი ინსტაგრამის გვერდზე. კადრების სერიაში 23 წლის ჯენერი აუზში კრემის ფერის საცურაო კოსტუმში პოზირებს. მის მთლიან იმიჯს ავსებს ფერში შეხამებული სათვალე და სამკაულები - ყელსაბამი, რამდენიმე ოქროს სამაჯური და საყურე.
"2021 წელში მივცურავ", - ასეთი წარწერა გაუკეთა კაილი ჯენერმა პუბლიკაციას, რომელმაც შვიდი მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ჯენერის ფანები აღფრთოვანებული არიან მისი სურათებით. "ფანტასტიკურად გამოიყურები", "რა ცხელი ხარ, კაილი", "ღმერთო ჩემო, მშვენიერი ხარ", "ნამდვილი ქალთევზა", "აღტაცებისგან პირი დამრჩა ღია", - ასე შეაფასეს კომენტარებში მოდელის ახალი ფოტოები. შეგახსენებთ, მეწარმე და მოდელი კაილი ჯენერი სათავეში ჩაუდგა ჟურნალ Forbes- ის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი სახეების სიას. მთელი წლის განმავლობაში მან 590 მილიონი დოლარის შოვნა შეძლო. მეორე ადგილი დაიკავა რეპერმა კანიე უესტმა (170 მილიონი დოლარი), მესამეზეა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (106 მილიონი დოლარი). 1613 1-ს მოსწონს
|