x
image
ლანა92
ყველის ბურთულები წითელი თევზით


image



წითელი თევზი (დამარილებული), ფილე - 120-150 გრამი;

მაგარი ყველი - 150 გრამი;

ნაღების ყველი - 60 გრამი;


პატარა წითელი ხახვი - 1 ცალი;

კვერცხი (მოხარშული) - 2 ცალი;


მომზადების პროცესი:

1. მაგარი ყველი და კვერცხის ცილა წვრილად გახეხეთ;

2.წითელი თევზი (შეიძლება, ორაგული, კალმახი) დაჭერით პატარა კუბებად.

3.ხახვი დაჭერით მაქსიმალურად წვრილ კუბებად.

4.ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჯამში, კარგად აურიეთ ერთმანეთში. თუ ნაღების ყველი არ გაქვთ, შეგიძლიათ, მაიონეზი გამოიყენოთ რამდენიმე სუფრის კოვზი.

5.ხელებით (ხელთათმანებით) გააკეთეთ ყველის ბურთულები წითელი თევზით.



image




6. ზემოდან მოაყარეთ მოხარშული კვერცხის გახეხილი გული.





image


გემრიელად მიირთვით!

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0