საზოგადოება კრიმინალური რომანი: საინტერესო ფაქტები ბონის და კლაიდის ცხოვრებიდან 2020, 28 დეკემბერი, 13:52 ალბათ, ყველაზე ცნობილი დამნასავეები, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ გაიგო და მათი რომანტიზებაც კი მოახდინეს იყვნენ ვინმე ბონი პარკერი და კლაიდ ბეროუ ტეხასიდან. ახალგაზრდა წყვილი საქვეყნოდ ცნობილი გახდა 30-იან წლებში თავიანთი კრიმინალური “შემოქმედებით". თუმცა არსის ფატქები, რომლებიც შეიძლება არც კი იცოდეთ:
ნიშნობის ბეჭედი ბონი პარკერი 16 წლისაც არ იყო, როდესაც თავის თანაკლასელზე, როი ტორტონზე დაინიშნა. ბიჭი რამდენიმე თვის შემდეგ დააპატიმრეს ქურდობის გამო, თუმცა პარკერს ნიშნობის ბეჭედი 1929 წლიდან არ მოუხსნია, მაშინაც კი, როდესაც კლაიდის შეყვარებული გახდა, ჯერ კიდევ ოფიციალურად იყო დაქორწინებული სხვაზე. 1934 წელს წყვილის დახვრეტის შემდეგ, ბონის თეძოზე ნახეს შეერთებული გულების ფორმის ტატუ, რომელსაც ეწერა ბონი+როი.
სკოლაში სწავლის დროს ბონი ხელოვანი იყო და ლექსებს ხშირად წერდა. 1932 წელს დაკავების შემდეგ გოგონამ ლექსების კრებული დაწერა, სახელწოდებით “პოეზია ცხოვრების სხვა მხრიდან"
არა ნიკოტინს ინტერნეტში გავრცელებულია ფოტო, სადაც ბონი იარაღით ხელში დგას და სიგარას ეწევა. სინამდვილეში ეს ფოტო დადგმულია. ბონი არ ეწეოდა, სამაგიეროდ ვისკი უყვარდა. წყვილის ერთ-ერთ თავშესაფარში ნახეს ფოტოების სერიები, რომლებიც ხუმრობითაა გადაღებული და საზოგადოებამ ისინი სხვანაირად მიიღო.
კლაიდი ფლოტში ვერ მოხვდა კლაიდს სურდა ამერიკის ВМС ფლოტში ემსახურა, მაგრამ მას უარი უთხრეს ბავშვობაში გადატანილი დაავადების გამო.
კლაიდის პირველი დაპატიმრება კლაიდი პირველად 1926 წელს დააკავეს დაქირავებული მანქანის დროულად არგადაცემის გამო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ისევ დააკავეს, ამჯერად ინდაურების მოპარვის და გაყავანის ბრალდებით.
არა ბანკებს ბონი და კლაიდი ძირითადად მხოლოდ პატარა მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებს ძარცვავდნენ. ხშირად მათი ნაძარცვი მხოლოდ 5-10 დოლარი იყო.
ორი თითის გარეშე კლაიდი 1932 წელს დააკავეს მანქანის დაზიანებისა და გატაცების გამო, მას 14 წელი მიუსაჯეს. იმისათვის, რომ სხვა ციხეში გადაეყვანათ, მარცხენა ხელზე თითი მოიჭრა, ფეხის თითი კი ნაჯახის ჩარტყმის შედეგად დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ კლაიდი 6 დღის შემდეგ გადაიყვანეს სხვა ციხეში.
ბონი კოჭლობდა 1933 წლის 10 ივნისს ბონი და კლაიდი მანქანით მოძრაობდნენ მარალი სიჩქარით. კლაიდმა გაჩერების ნიშანი ვერ შენიშნა და მაღალი სიჩქარით გადაეშვა მდინარეში. შედეგად ბონის მარჯვენა ფეხი დაუზიანდა და სწორად ვეღარ დადიოდა. ის ეყრდნობოდა კლაიდს, ან საჭიროების შემთხვევაში ცალ ფეხზე ხტებოდა.
მაშინაც კი, როდესაც წყვილი ძებნაში იყო, ისინი გამუდმებით წერდნენ თავიანთ ოჯახის წევრებს და ნახულობდნენ კიდეც. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სამართალდამცავები ჩაუსაფრდნენ მათ და მოკლეს.
განცალკევებული სამარხები წყვილის სიკვდილის შემდეგ, ბონის დედამ უფლება არ მისცა შვილი კლაიდთან რომ დაეკრძალათ. ის დალასშია დაკრძალული, კლაიდი კი მისი ძმის გვერდით. 163 შეფასება არ არის
|