x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მის მსოფლიო ავტობუსმა სასიკვდილოდ გაიტანა
image
17 დეკემბერს ბუენოს-აირესში 81 წლის ნორმა კაპფაგლის საკუთარ სახლთან სეირნობის დროს ავტობუსი დაეჯახა .


"მის მსოფლიო" მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავის ქალის მოტეხილობა დაუდგინეს. პაციენტი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.იგი ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

image


ახლობლები აღნიშნავენ, რომ ნორმას, მხცოვანი ასაკის მიუხედავად, მრავალი გეგმა და ჰობი ჰქონდა. იგი ეხმარებოდა მაწანწალა ცხოველებს და დაგეგმილი ჰქონდა ურუგვაიში გამგზავრება, უბრალოდ კორონავირუსისგან გამოწვეულ პანდემიის გადავლას ელოდებოდა.ნათესავებს მიაჩნიათ, რომ ავარიაში დამნაშავე 28 წლის ავტობუსის მძღოლია. ბიჭი ამჟამად დაპატიმრებულია.



"

მინდა განვმარტო, რომ მას მანქანა დაეჯახა და იმიტომ გარდაიცვალა და არა სხვა რაიმე მიზეზის გამო. პანდემიის მიუხედავად CoViD-19 -ს გავლენას არ მოუხდენია მასზე, მაგრამ ის ახლა მკვდარია ავტობუსის მძღოლის დაუდევრობის გამო. ჩვენ განადგურებულები ვართ"-წერს კაპფაგლის ნათესავი.



ნორმა კაპფაგლი იყო პირველი არგენტინელი ქალი, რომელმაც მოიგო ნანატრი მის მსოფლიოს ტიტული 1960 წელს, მაშინ იგი 21 წლის იყო. გოგონამ წარმატებული სამოდელო კარიერა ააწყო, თანამშრომლობდა Armani და Dior-თან.

image

1962 წელს ნორმამ არმანდო სკიასკიასთან ერთად ჩაწერა სიმღერა "Sexy World», რომელიც სატელევიზიო შოუში აჩვენეს.





60-იანი წლების ბოლოს, ნორმა იტალიაში გადავიდა საცხოვრობლად და მუშაობდა ჟურნალ Men's Bazaar- ში, შემდეგ კი ბრაზილიაში განაგრძო მოღვაწეობა. თუმცა, საბოლოოდ სამშობლოს ნოსტალგია მოეძალა და მოდელი საბოლოოდ შინ დაბრუნდა.


0
60
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0