შოუბიზნესი უარი ალკოჰოლს!- შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც სპირტიან სასმელებს არ ეკარებიან 2020, 28 დეკემბერი, 10:32
ბლეიკ ლაივლი- მსახიობი ალკოჰოლს იგივე ნარკოტიკულ საშუალებად მიიჩნევს და არასოდეს არ სვამს წვეულებებზე ან ღონისძიებებზე. “თუკი ჭიქით ხელში მხედავთ, მასსი აუცილბლად წვენი იქნება, ან წყალი." კიმ კარდაშიანი- “ჩემს დებს შეუძლიათ ღვინის ან შამპანურის დალევა, მე კი საერთოდ არ ვსვამ. არ მომწონს ის ფაქტი, რომ შემიძლია ალკოჰოლის გამო ჩემს სხეულზე კონტროლი დავკარგო."
კიმ კეტროლი -“სტუდენტობის დროს 3 წვეულება მეყო იმის გასაგებად, რომ ალკოჰოლი და მე შეუთავსებლები ვართ. მომწონდა რამდენიმე სასმელის გემო, მაგრამ დილით ვხვდებოდი, რომ ეს ამად ნამდვილად არ ღირდა."
ჯენიფერ ჰადსონი- “არასოდეს გამისინჯავს ალკოჰოლი პრინციპის გამო. ჩემს გარშემო ბევრი ხდებოდა დამოკიდებული ალკოჰოლზე და გადავწყვიტე არ გამერისკა. ალბათ, მშიშარა ვარ."
ლეონა ლიუისი- “ პატიოსნად დაველოდე 21 წელს რომ ალკოჰოლი გამესინჯა. ნამდვილი წვეულება მოვაწყე და გავსინჯე კიდეც. გავიფიქრე, რატომ ვსვამ ამ თმის ლაკს? ეს ხომ საზიზღრობაა. მეგობრები დათვრნენ, მე კი მას შემდეგ ალკოჰოლს არ ვეკარები, უბრალოდ გემო არ მომწონს." სარა სილვერმანი- “არ ვსვამ ალკოჰოლს იმიტომ რომ არ ვსვამ. ხომ არ მეკითხებით რატომ არ ვზივარ ჰეროინზე, რატომ არ ვეწევი ან რატომ არ მიყვარს იოგურტები?
92 შეფასება არ არის
|