x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
600 დოლარი ყველა მოქალაქეს-ამერიკა COVID-19 -ით გამოწვეული ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს
image
აშშ-ს ხელისუფლება ემზადება ანტიკრიზისული გეგმის ახალი პაკეტის მისაღებად, რომელიც 900 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.

ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა კონგრესში, აღნიშნავს გამოცემა Bloomberg-ი; კერძოდ, ამერიკის მოქალაქეებს პირდაპირი წესით გადაუხდიან 600 აშშ დოლარს, რაც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე პირველი ტალღის დროს გაცემული კომპენსაცია.


გარდა ამისა, გაიზრდება უმუშევართა შემწეობა მარტის თვის ჩათვლით კვირაში 300 აშშ დოლარის ოდენობით. ავიაკომპანიების, კინოთეატრების და საკონცერტო დარბაზების მხარდასაჭერად თითოეულ დარგზე 15 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი, კიდევ 82 მილიარდი გამოეყოფა სკოლებს, ხოლო 50 მილიარდზე მეტი ვაქცინების დანერგვას, კორონავირუსის შემთხვევების ტესტირებას და მკურნალობას მოხმარდება. კონგრესი აპირებს 284 მილიარდი დოლარი სესხის გამოყოფას მცირე ბიზნესისთვის.


კანონპროექტის ტექსტი მზადების პროცესშია. წარმომადგენელთა პალატა პაკეტზე კენჭისყრას ორშაბათს, 21 დეკემბერს, სენატის სხდომის შემდეგ გააკეთებს.



მანამდე კონგრესმა სამ ტრილიონ დოლარზე მეტი გამოყო ეკონომიკის დახმარებისთვის, თუმცა, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მკვეთრი ზრდის და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის მიუხედავად, აპრილის შემდეგ ქვეყანას არანაირი ზომები აღარ მიუღია. დემოკრატები და რესპუბლიკელები დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ ახალ პაკეტზე.


შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პირველ რიგში ის მოაგვარებს კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიის საკითხებს - ვაქცინაციას და ეკონომიკის აღდგენას.


შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის შემთხვევათა ახალი დღიური რეკორდი მოხსნა: 20 დეკემბერს ქვეყანაში 400 000- ზე მეტი COVID-19 -ის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თითქმის 150 ათასით მეტია ვიდრე წინა რეკორდზე.

3
102
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
2021, 4 იანვარი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 დეკემბერი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 24 დეკემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3