სხვა ამერიკელმა მეზობლებს კომუნალური ვალები დაუფარა 2020, 20 დეკემბერი, 12:22 ![]() ამერიკელმა მამაკაცმა ფლორიდის შტატიდან 114 მეზობელს კომუნალური გადასახადები დაუფარა. მაიკლ ესმონდი (Michael Esmond)აუზების დასუფთავების კომპანიის მფლობელია. ის რეგულარულად აკეთებს კეთილ საქმეებს: შარშან მან თავის მშობლიურ ქალაქ გალფ-ბრიზში 36 ოჯახის ვალი დაფარა, რა დროსაც 4500 დოლარზე მეტი დახარჯა, წელს კი - თითქმის ორჯერ მეტი. მამაკაცის თქმით, ეს საშინელი წელიწადი წარმატებული აღმოჩნდა მისი ბიზნესისთვის და მან გადაწყვიტა დაეხმაროს მათ, ვინც ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდა - არა და ასეთი უმეტესობაა -ვისაც თავს დაატყდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ქარიშხალი "სალით" გამოწვეული ზარალი. ![]() ”გასულ წელთან შედარებით წელს უფრო გამიმართლა. ისე მოხდა, რომ ჩემს ოჯახზე არ იმოქმედა პანდემიამ ან უმუშევრობამ. ჩვენს ქალაქში, ჩემნაირი იღბლიანი ადამიანი ძალზე ცოტაა - ქარიშხალმა ბევრი არ დაინდო, სახურავის ნაცვლად ახლაც ბრეზენტით გადახურული სახლები აქვთ ...როდესაც გავიგე, რომ ხალხი 100 დოლარი კომუნალურის გადახდასაც ვერ ახერხებდა ამან მძიმედ იმოქმედა ჩემზე.. საქმე იმდენად ცუდადაა, ” - განაცხადა ესმონდმა CNN– თან ინტერვიუში. ![]() უკვე ცნობილია, რომ ყველას ვისაც ესმონდმა გადუხადა ვადაგადაცლებული გადასახადები, კომუნალური კომპანიებიდან იღებენ სადღესასწაულო ბარათებს შეტყობინებით, რომ აღარ აქვთ ვალი. 226 3-ს მოსწონს
|