x
image
კატაპულტი
15 წარმოუდგენელი აკრძალვა, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში თუ შეხვდებით
დედამიწაზე ყველაზე მისტიურ ქვეყანად შეგვიძლია ჩრდილოეთ კორეა მივიჩნიოთ. აღმოსავლეთ აზიის 25 მილიონიანი (2018 წლის მონაცემებით) სახელმწიფოს შესახებ ფაქტიურად არაფერი იცის დანარჩენმა სამყარომ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ოფიციალურად დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკად მოიხსენიება, იქ დიქტატურაა გამეფებული. ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყოველდღიურობაა ის, რაც დასავლეთის სამყაროსათვის წარმოუდგენელია.

ქვემოთ წარმოგიდგენთ 15 აკრძალვას, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში შეხვდებით:

1. შობა-ახალი წელი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებაა გამოცხადებული, რწმენის გამო ადამიანები მაინც ისჯებიან. შესაბამისად, პრაქტიკულად დაუშვებელია ნაძვის ხის ქონა ან რეალიზაცია-შესყიდვა.


image

2. კოკა-კოლა.

სავაჭრო ემბარგოს გამო, ჩრდილოეთ კორეაში ძნელად თუ იშოვით კოკა-კოლას.

image3. ვარცხნილობა.

ქვეყანაში დაშვებულია მხოლოდ ისეთი ვარცხნილობა, როგორიც კიმ ჩენ ინისთვისაა მისაღები. ამისათვის სალონებში არის დასაშვები კატალოგები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სტილისტებმა. ნებადართულია მამაკაცებისათვის 18 სტილი, ქალებისათვის –15.

image4. ლურჯი ჯინსები.

ქვეყანაში მხოლოდ შავი ფერის ჯინსებია დაშვებული, რადგან სხვა ფერის ჯინსები დასავლური სამყაროს სიმბოლოდ მიიჩნევა.image5. საზღვარგარეთ დარეკვა.

ჩრდილოეთ კორეაში მობილური ტელეფონი იშვიათობაა.შესაბამისად, მხოლოდ ერთი ქსელი ოპერირებს და ამასთან, საზღვარგარეთ დარეკვა შეუძლებელია.

image6. ინტერნაციონალური კონცერტები.

ქვეაყანაში მხოლოდ ადგილობრივი მომღერლების კონცერტია დაშვებული.

image


7. დასავლური ჟურნალი.

ჩრდილოეთ კორეაში ნებისმიერი უცხოური მედია აკრძალულია. ამას მთავრობა და სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ერთადერთი ჟურნალი, რომელიც ქვეყანაშია დაშვებული, პედაგოგიური და პოლიტიკური ხასიათისაა.

image

8. კაფეები.

ქვეყანაში ერთადერთი კაფე “რიონგვანგის კაფეა", რომელიც ავსტრიელმა ინვესტორებმა გახსნეს ჩრდილო კორეელებთან თანამშრომლობის წყალობით. ეს იშვიათი გამონაკლისია.

image9. გლობალური ინტერნეტი.

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა გლობალურ ინტერნეტზე. მათთვის მხოლოდ 28 ადგილობრივი საიტია ცნობილი.

image10. მანქანები.

ქვეყანაში არ არსებობს ავტო-სკოლები. მართვის მოწმობის შეძენა მხოლოდ პრივილეგირებული საზოგადოებისთვისაა შესაძლებელი. უმრავლესობა ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდება.არ არსებობს ტაქსიც.

image

11. დასავლური ტელევიზია.

2016 წლიდან ქვეყანაში 4 ტელევიზია მაუწყებლობს, რომლებიც მთავრობის მიერ კონტროლირდებიან და მათ არ აქვთ უფლება სხვა ქვეყნებიდან მიიღონ მაუწყებლობა.

image

12. კონდომები.

ჩრდილოეთ კორეელების უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს პრეზერვატივების არსებობის შესახებ.

image

13. ბიბლია.

ბიბლია ჩრდილოეთ კორეაში დასავლური სამყაროს კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევა და შესაბამისად, აკრძალულია.

image

14. საზღვრებს მიღმა დასვენება.

მოქალაქეებს ეკრძალებათ საზღვარგარეთ დასვენება. მხოლოდ ერთეულ ადამიანებს, რომელთაც ხელისუფლება სანდო პირებად მიიჩნევს, შეუძლიათ ქვეყანა დასასვენებლად დატოვონ.

image

15. ტამპონები.

ჩრდილოეთ კორეის მაღაზიებში ტამპონებს ვერ შეხვდებით. ქალები აქ ჩვეულებრივ ქსოვილებს იყენებენ.image

თქვენთვის საინტერესო იქნება:

ფოტოებზე ასახული სიტუაციები, რომელთაც მხოლოდ რუსეთში თუ შეხვდებით (სახალისო ფოტოები)

*

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის ხალხს უკვე ჭამასაც უკრძალავს

*

როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია

0
85
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0