x
image
კატაპულტი
საქართველო – ნაცნობობისა და ახლობლობის ქვეყანა
imageსაქართველო რომ ნაცნობობის, მეგობრობისა და ახლობლობის ქვეყანაა სადავო არაა.ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით სიტუაციებს, როდესაც ერთი ვინმე უსახური და არც თუ კარგი იმიჯის მქონე ადამიანი მხოლოდ იმიტომაა საზოგადოებაში დაწინაურებული, რომ კარგი სანაცნობო-საახლობლო ჰყავს. ქვემოთ მოყვანილია მაგალითები, რომლებშიც ასახულია თუ როგორ ამართლებენ მავანნი თავიანთ მიკერძოებას ამა თუ იმ პიროვნებისადმი სასმსახურში მიღებისას:


1.რამდენიმე წლის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა ვაკანსიები სხვადასხვა დეპარტამენტებში, ერთ-ერთი მათგანი მოითხოვდა გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნას.ტესტირების შედეგების მიხედვით, გასაუბრებაზე რამდენიმე ადამიანი დაიბარეს.როგორც ყოველთვის, მაშინაც ურცხვად ხდებოდა გადარეკვა-გადმორეკვები და შიგნით სათანადო პირების გაფრთხილება, რომ ესა და ეს პირი უნდა აეყვანათ.ტესტირების საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები კი გასაუბრებიდან გამოუშვეს შემდეგი პასუხებით: “იცით, ჩვენ უფრო ინგლისური ენის სპეციალისტი გვჭირდებოდა, ვიდრე გერმანულის, რაღაც გაურკვევლობა მოხდა", “სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გვყავს მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ საერთოდ ვინმე ჩაანაცვლებს" და ა.შ.


2.გარემოს ეროვნულ სააგენტოში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დაბარებულ ერთ-ერთ პიროვნებას კი გასაუბრებაზე კითხვები დაუსვეს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობდა და რომელი ნაკრები გაიმარჯვებდა მისი აზრით.


3.სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მანდატურის სამსახურში კანდიდატები დაიწუნეს მათი საცხოვრებელი ადგილის გამო.



ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რასაც თავად შევესწარი და მსგავსი ფაქტი უფრო მასშტაბურია. ვფიქრობ, შესაძლოა არსებობდეს ორი პრობლემა, რომელიც ყოველივე ამას იწვევს:

1.კადრების შერჩევისათვის არაპროფესიონალური და არასათანადო კრიტერიუმების არსებობა.

2.მიკერძოება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ ნაცნობ-მეგობრობის მიზეზით.


აქედან მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია.

1
18
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
18
  
2014, 7 ივლისი, 12:40
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო
0 1 1