x
image
კატაპულტი
საქართველო ევროკავშირში და გადარეული ევროპა

imageროგორც უკვე ცნობილია, ივნისის ბოლოს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, 2016 წლის დასაწყისისთვის სავარაუდოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ორდინალური პასპორტებით შეეძლებათ ევროპაში უვიზო მიმოსვლა.

წარმოგიდგენიათ რა მოხდება ქართველები რომ ევროპას შეესევიან?ჯერ ახლა რა რეპუტაცია გვაქვს, ზოგიერთ ქვეყანაში პირდაპირ აწერია მაღაზიების კარებს “ქართველებო, არ იქურდოთ!", გარდა ამისა, ქართველები, სამწუხაროდ, ხშირად მიმართავენ თაღლითობას, აღარაფერს ვამბობ წვრილმან სამართალდარღვევებზე.

და რა იქნება ევროპა რომ კარს გაგვიღებს? ალბათ, ბევრად გაიზრდება საგზაო წესების დარღვევა, ჩვენ ხომ შუქნიშანში ფერებსაც ვერ ვარჩევთ?ვიდრე მწვანე შუქი აინთება, მანქანები სიგნალებით იკლებენ წინ მდგომთ, რაღას ელოდებიო.ამას დაუმატეთ ისიც, რომ ფეხით მოსიარულეებს ხშირ შემთხვევაში გადასასვლელებზეც კი არ უთმობენ გზას, თუმცა არც ეს უკანასკნელები არიან მთლად წესრიგიანი, სადაც დასჭირდებათ, იქ გადადიან.კიდევ ერთი პრობლემა, ესაა სიბინძურე, უმრავლესობისათვის არ არსებობს ნაგვის ურნა, ყველგან ნებადართულია ყველაფრის დაყრა - კორპუსებიდან ქუჩაში, ქუჩიდან სადარბაზოებში ან ეზოებთან, ტრასაზე, ტროტუარზე, ტყეში, სკვერში და სადაც გაგიხარდებათ, კიდევ მრავალ ადგილას.წარმოიდგინეთ, როგორ დავუმძიმებთ ეკონომიკას ევროპას, ჩვენ ხომ ყველგან და ყველაფერში ვპოულობთ სათავისო გამოსავალს?საქართველოსაც არ უნდა უჭირდეს, რომ არ გვყავდეს ცრუ სოციალურად დაუცველები, ცრუ პენსიონერები(თანაც დასაქმებულები);რომ არ ვიგონებდეთ გადასახადების თავიდან ასაცილებლად ათასგვარ ხრიკებს (მაგრამ ასეთია გაჭირვება და ზოგიერთს(უმცირესობას) არც გაემტყუნება). თავიდან ალბათ გაუჭირდება ევროპას ქართველების ხრიკების დადგენა, მათ გაშიფვრას ხომ ზოგჯერ დიდი მეცნიერული კვლევები სჭირდება. ეს ხუმრობით, მაგრამ ერთი კითხვა ისევ აქტუალურია- “გვეშველება რამე?"


P.s. ქართველებს რომ ევროპაში წარმოვიდგენ, Guns N Roses- ის სიმღერა “Welcome To The Jungle" მახსენდება.

5
58
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
58
  
2014, 14 ივნისი, 22:00
შემეცოდა ევროპა და მისი მომავალი. :)))
2014, 14 ივნისი, 14:33
მოკლედ ცუდაა ჩვენი საქმე კარგა ხანია და არც კარგი პირი უჩანს სამომავლოდ:(
2014, 14 ივნისი, 14:29
მეგრელი,ქართლელი,კახელი,ვაკელი,გლდანელი,ვარკეთილელი,

მძულს რასიზმი და ნაციზმი
2014, 14 ივნისი, 14:25
ჰო,ეგ კიდევ ერთი დიდი პრობლემაა და ვფიქრობ,ქართველებს სისხლში გვაქვს გარკვეულ ნაციზმი,უფრო მეტიც,კიდევ უფრო ვიწრო წრეში ვტრიალებთ და თვითონ ქართველებსაც ვარჩევთ გარკვეული ნიშნებით, ,,სოფლელი", ,,ჩამოსული" და ა.შ. :(
2014, 14 ივნისი, 13:54
სამწუხაროა რომ ჩვენ ყველა ქვეყანაში გვინდა გავითქვიფოთ,დავსახლდეთ ფული ვიშოვოთ,სანაცვლოდ კი ჩვენ ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელებს ვერ ვიტანთ,გვეზიზღება დავცინით:((((((((((((((
0 1 5