x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მაია ასათანმა აღიარა,რომ რომანი აქვს
image


ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა "პროფილისმორიგი გადაცემის ანონსი გაავრცელა, რომელიც ეთერში 24 დეკემებერს გავა სადაც ასტროლოგებთან ერთად მომავალი 2021 წელს შეაჯამაებს . მისი ერთ-ერთი სტუმარი ტელეწამყვანს ეკეითხება, რომ თქვენ წესითა ახლა უნდ აგყავდეთ პარტნიორი, რაზეც მაიამ მაია ლედ ზეპელინის "whole lotta love "ფონზე ადასტურებს: „ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსი გაასაჯაროვეთ… „ძვირფასო, შემოხვალ გადაცემაში?“, კითხულობს მაია.

ამ ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა გადაცემა "შორენას ეფექტში" აღიარა, რომ ნუცას გარდაცვალებიდან 10 დღის თავზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა:


""არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.

ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა. ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად სხვა ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს. მივხვდი, რომ ვიყავი საშიში სხვა ადამიანებისთვის.

მივხვდი, რომ დედა და ჩემი დები რატომ მიყურებდნენ ასე შემზარავი გამომეტყველებით… ეს ჩამქრალი გამომეტყველება ბოლომდე ვერასოდეს ვერ აღდგება. მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი. მე მჯერა, რომ ჩემი შვილები გვიყურებენ.

ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და ვუთხარი, რომ მინდოდა სალონში მისვლა. მას არ გაკვირვებია, მითხრა, რომ მოდი, მე დავკეტავ სალონს. საღამოს მიმიტანეს ხელში აყვანილი, შემჭრა შემღება და წამომიყვანეს სახლში.

სახე ჩამოკიდებული მქონდა, ბევრი იტყვის, შვილი მოგიკვდა ქალო და რა დროს ეგ არის.

შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა, ათი დღის თავზე. ახლა, ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და შევსებული სახე დაინახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო. ჩემთვისაც ოდნავი შვება იყო, რადგან ჩემი თავის აღარ მეშინოდა.
0
1478
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0