ვარსკვლავები მექსიკელი კიმ კარდაშიანი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა 2020, 18 დეკემბერი, 15:40 29 წლის მექსიკელი მოდელი და ბლოგერი ჟოზელინ კანო გარდაიცვალა მორიგი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა კოლეგამ ლირა მერსერმა. კანო, რომელსაც მექსიკელი კიმ კარდაშიანი შეარქვეს სექსუალური ფიგურის გამო მორიგ პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად კოლუმბიაში გაემგზავრა, ე.წ. "ბრაზილიური" უკანალის კორექტირებისთვის. ოპერაციის დროს პაციენტის მუცლიდან და ბარძაყებიდან იღებენ ცხიმს და ავსებენ დუნდულებს, რომ უფრო მოცულობითი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია საკმაოდ სახიფათოდ ითვლება და არაერთი გოგონა შეიწირა, სილამაზეს გამოკიდებული მოდელები მაინც რისკავენ. ჯოზელინ კანოს 13 მილიონი გამომწერი ჰყავდა სოციალურ ქსელში, სადაც ხშირად დებდა ფოტოებს საცურაო კოსტუმში, გოგონა აგრეთვე დარეგისტრირებული იყო Onlyfuns-ზე, სადაც მომხმარებლები იხდიან შიშველ ფოტოებში. იგი ბოლო ხანებში ცხოვრობდა კალიფორნიაში და სწავლობდა მიკრობიოლოგიას სან-დიეგოს უნივერსიტეტში. 537 5-ს მოსწონს
|