x
image
ღიმილიანი
10 განსხვავება ჩვეულებრივ მეგობარსა და პორტუგალიელ მეგობარს შორის
image

1.

ჩვეულებრივ მეგობარს რომ შეხვდები, ერთხელ გადაკოცნი, მოგიკითხავს მოიკითხავ და დაემშვიდობები.
ორტუგალიელი მეგობარი გადაგკოცნის ორჯერ, მაგრად ჩაგეხუტება და იქამდე თავს არ დაგანებებს, სანამ ბარში არ წაგიყვანს რაიმეს დასალევად.

2.

ჩვეულებრივი მეგობარი შემოგთავაზებს სადმე საჭმელად გასვლას, თუ საჭმლის მომზადების ხასიათზე არ ხარ და დეპრესიამ შემოგიტია.
პორტუგალიელი მეგობარი დაგადგება სახლში, მოაყოლებს სასუსნავს, შემდეგ გახსნის შენს მაცივარს და დაიწყებს მზარეულობას, გაგიშლის საკუთარ სახლში სუფრას და მიგიპატიჟებს, ყავას ან ჩაისაც გაგიკეთებს, ჭურჭელსაც დაგირეცხავს და იქამდე არ დაგტოვებს სანამ ხასიათზე არ მოხვალ, სადმე გასვლა კი შეიძლება მერე განიხილოთ.

3.

ჩვეულებრივი მეგობარი მიგიწვევს ვაღშმად და წამოსვლისას გეტყვის: ”იმედი მაქვს, ისიამოვნე, მომავალ შეხვედრამდე.”
პორტუგალიელი მეგობარი წასვლისას კიდევ ერთხელ გაგიმასპინძლდება ნამცხვრითა და რაიმე გამორჩეული სასმელით, მერე მოაყოლებს წვრილად დაჭრილ ყველსა და ზეთისხილს, ახლიდან გამოიტანს სხვა დანარჩენ სასუსნავს. დამშვიდობებისას, გადაგკოცნის ორჯერ, მაგრად ჩაგეხუტება და თავმდაბლურად გეტყვის, რომ აპატიო, თუ რამე არ მოგეწონა, მხოლოდ ეს იყო, რაც მოახერხა და მომავალ ვაღშამზე შეგითანხმდება.

4.

ჩვეულებრივ მეგობართან ერთად თუ წახვალ ყავის დასალევად და სასაუბროდ, შენ იცი, რომ შეხვედრა გარკვეული დრო, მაგალითად, ერთი-ორი საათი გაგრძელდება.
პორტუგალიელ მეგობართან ამას ვერასდროს განსაზღვრავ. თუ რაიმე გადაუდებელი საქმე არ გაქვს, ერთი ყავის ფინჯანს რესტორნის მფლობელის მიერ შემოთავაზებული დასალევი მოჰყვება და შეიძლება დილით ყავის დასალევად მისული საღამოს სახლში მთვრალი დაბრუნდე.

5.

ჩვეულებრივი მეგობარი დაგირეკავს და მოგიკითხავს, როცა მოენატრები.
პორტუგალიელი მეგობარი დაგირეკავს, მოგიკითხავს, ხუმრობით გკითხავს, ხომ არ მოკვდი, სად დაიკარგე, მოვა იქ სადაც ხარ ან შეხვედრაზე აუცილებლად დაგითანხმებს, შეგეგება ყურებამდე გაღიმებული და ისე მაგრად ჩაგეხუტება, თითქოს მართლა საუკუნე გავიდა, რაც არ გინახავს.

6.

როდესაც შენ რაიმეს არასწორად გააკეთებ კონკრეტულ სიტუაციაში, ჩვეულებრივი მეგობარი თავაზიანად გეტყვის: “არაუშავს, ნუ ნერვიულობ ”.
პორტუგალიელი მეგობარი ერთი გულიანად დაგცინებს და გეტყვის: “ არაუშავს, შენ ასეთი დებილი ხარ, რა მოხდა მერე?!“, მხარზე ხელს დაგკრავს და გაგამხნევებს.

7.

როდესაც ჩვეულებრივ მეგობართან ჩხუბობ, იგი არ კაგრავს თავაზიანობას და იცავს ცენზურას.
პორტუგალიელი მეგობარი გაგიშლით ხელებს, აუწევს ტონს, არ დაზოგავს არც ერთ სიტყვასა და ემოციას, იქნება ბოლომდე გულწრფელი და ბოლოს კამათი მაინც ჩახუტებითა და სასმელით დამთავრდება.

8.

როდესაც ჩვეულებრივ მეგობარს ტირილით სასოწარკვეთილი ურეკავ, ის გეუბნება, რომ ყველაფერი წარსულში დატოვო და ცხოვრება გაააგრძელო.
პორტუგალიელი მეგობარი შეწყვეტს ყველაფრის კეთებას, დაჯდება, და დეტალურად გამოგკითხავს, რა გატირებს, საუბარი იმდენ ხანს გაგეწელება, ტელეფონის ერთი ხელიდან მოერეში გადატანა მოგიწევს, ის კი დეტალებთან ერთად, მოაყოლებს უამრავ ხუმრობას და იქამდე არ მოგეშვება სანამ შენი ცრემლები სიცილის ცრემლებად არ გადაიქცევა.

9.

ჩვეულებრივი მეგობარი შეგახსენებს, რომ თუ კიდევ შეჭამ ტორტის ერთ ნაჭერს, წონაში აუცილებლად მოიმატებ.
პორტუგალიელ მეგობარს შენთვის მინიმუმ სამი სახის ნამცხვარი აქვს გადანახული და გაიძულებს სათითაოდ დააგემოვნო.

10.

ჩვეულებრივი მეგობრის სტუმრობისას, სახლი აუცილებლად უნდა დაალაგო და მომზადებული დახვდე.
პორტუგალიელი მეგობარი მოვა და სახლის დალაგებაში თავად დაგეხმარება.
თუ შეგატყო, რომ ფორმაში არ ხარ და კარგი აბაზანა გჭირდება, შეიძლება თავად შეგიძახოს დასაბანად და გაგხეხოს. (რა თქმა უნდა ბოლოს ვიხუმრე, თუმცა არც ეს არის გამორიცხული.)
სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი
0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0