სხვა 90-იანი წლების საკულტო სერიალები, რომლებიც ყველას კარგად გვახსოვს 2020, 14 დეკემბერი, 13:40 90-იანი წლების თაობას ყველა ის სერიალი და მულტფილმი გვახსოვს, რაც ტელევიზორებში გადიოდა. დღესაც მათზე ფიქრის დროს ალბათ ნოსტალგიას ვიგრძნობთ. ნახეთ ის სერიალები, რომლებმაც ერთ დროს ეკრანებზე მიგვაჯაჭვეს:
სანტა- ბარბარა- სერიალი ლეგენდა, კეპველების ოჯახის დრამები და სტორიები. სერიების რაოდენობითაც რეკორდსმენია, მათ 2137 სერია გამოუშვეს.
ელენი და ბავშვები- ამ თინეიჯერულმა სერიალმა მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანებზე მთელს მსოფლიოში. სერიალი მუსიკოს სტუდენტების ისტორიებზეა გადაღებული, მათ ჩაცმულობასა და სტილს კი ბევრი ბაძავდა.
ბევერლი ჰილზი 90210- ამერიკელი თინეიჯერების ისტორიას 10 სეზონი აქვს და მთლიანად არც არავის ექნება ნანახი, ფაქტი კი ერთია საქართველოში ეს სერიალი ყველამ იცის.
მეგობრები- კომედიური ჟანრის სერიალი დღესაც საოცრად პოპულარულია, უნდა ითქვას, რომ ამ სერიალის გავლენა დღესაც კი იგრძნობა. ჯერ მარტო ჩენდლერ ბინგის სარკაზმი რად ღირს.
ალფი- ძალიან თბილი და კეთილი სერიალი უცხოპლანეტელზე სახელად ალფიზე. იგი 1986 წელს მოხვდა ადამიანების ოჯახში და მათთან ერთად ცდილობდა ადაპტაციას და ახალი ცხოვრების დაწყებას.
კომისარი რეკსი- ოთხფეხა პოლიციელის ისტორია, რომელიც 90 იან წლებში ძალიან პოპულარული იყო.
ველური ანგელოზი- ალბათ 90 იანი წლების ყველაზე პოპულარული არგენტინული სერიალია, მსახიობ ნატალია ორეიროს კი სახეზე დღესაც ბევრი სცნობს. მოჯადოებულნი- სამი დის ისტორია, რომლებიც მაგიური ძალებით არიან დაჯილდოებულნი. სერიალის რიმეიქი 2020 წელს გამოვიდა, მაგრამ დიდი რეიტინგით და წარმატები|თ ვერ დაიტრაბახებს. 150 შეფასება არ არის
|