სხვა ვინ არის 7 წლის გოგონა,რომელმაც 80 კილოგრამიანი შტანგა ასწია(ვიდეო) 2020, 13 დეკემბერი, 11:03 ![]() რორის თავის ასაკში შეუძლია 80 კილოგრამიანი შტანგის აწევა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება მის წონას. გოგონა მონაწილეობს აშშ-ს სხვადასხვა ჩემპიონატებში, სადაც ახლახან მოიგო პირველი ადგილი 11 წლამდე ასაკის ბავშვებში 30 კილოგრამამდე კატეგორიაში. ასე რომ, პატარა სპორტსმენი შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა და შევიდა ისტორიაში. ![]() რორი მესამე კლასშია და დიდ დროს უთმობს ვარჯიშებს. მის ჯანმრთელობას აკონტროლებენ პროფესიონალი მწვრთნელები და ექიმები, რადგან პირველ რიგში გოგონას ჯანმრთელობას აქცევენ ყურადღებას. მიუხედავად ძალოსნობაში წარმატებისა, ის საკუთარ თავს პირველ რიგში ტანმოვარჯიშედ თვლის. შტანგა უბრალოდ მას ეხმარება გახდეს უფრო ძლიერი და გამძლე. "მომწონს ძლიერი რომ ვარ. ეს საშუალებას მაძლევს უფრო მეტს მივაღწიო და გავაკეთო ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ . ყოველთვის მიხარია, როდესაც კიდევ ერთი წონის დაპყრობას ვახერხებ. ასეთ მომენტში ძალზე ვამაყობ საკუთარი თავით"-ამბობს პატარა სპორტსმენი. გასულ თვეს, ქალთა პროფესიონალი ბრძოლის ოსტატმა დარინა მაძიუკმა ნოკაუტში გააგზავნა მასზე სამჯერ მძიმე 240 კილოგრამიანი ბლოგერი გრიგორი ჩისტიაკოვი. 907 4-ს მოსწონს
|