კინო დაუჯერებელია, მაგრამ ეს 10 მსახიობი რეჟისორებს უშნოებად მიაჩნდათ და მათ გადაღებაზე უარს აცხადებდნენ 2020, 12 დეკემბერი, 13:41 მათ დღეს ყველა იცნობს, ყველას სურს მათი ავტოგრაფი. წარმოუდგენელიც კია, რომ რეჟისორები ამ ქალბატონებს მათი გარეგნობის გამო უარს ეუბნებოდნენ:
1. მერილ სტრიპი- როდესაც მსახიობი 27 წლის იყო, ფილმის, კინგ-კონგის ქასთინგზე მივიდა. რეჟისორმა კი იტალიურად დაუწყო ლაპარაკი თანაშემწეს- “რატომ მოიყვანე ეს ღორი? ეს ქალი ისეთი უშნოა..." მერილმა იტალიური იცოდა და უპასუხა ვწუხვარ რომ იმედი გაგიცრუეთო...
2. ჯენიფერ ლოურენსი- მსახიობს თავიდანვე აკრიტიკებდნენ ზედმეტი წონის გამო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ოსკარის და ოქროს გლობუსის მიღებაში.
3. კეტ დენინგსი- ერთმა ქასთინგ-დირექტორმ კეტს გამოუცხადა, რომ ვერ გახდებოდა წარმატებული თუკი არ შეიცვლიდა კბილების, მკერდის ფორმას, ფიგურას და კანის ფერსაც კი, რადგან ზედმეტად ფერმკრთალად მიაჩნდა. დღეს კი მსახიობი საკმაოდ წარმატებულია ეკრანებზე.
4. ბარბარა სტრეიზანდი- მასზე კარიერის დასაწყისშივე ამბობდნენ “ნიჭიერია, მაგრამ უშნო", თანაც გამუდმებით სთხოვდნენ ცხვირის პლასტიკური ოპერაციის ჩატარებას, რაც ბარბარამ არ გააკეთა და როგორც ხედავთ, დღეს ძა;იან წარმატებულია, შეიძლება ითქვას, რომ ლეგენდარულიც კი.
5. ვაინონა რაიდერი- მსახიობს ბავშვობაში ბიჭურად ჩაცმა მოსწონდა, ამის გამო სკოლაში სცემდნენ კიდეც თანაკლასელები. როდესაც მსახიობობა გადაწყვიტა, აგენტმა დამცინავად უთხრა რომ მიზანი მიუღწეველი იყო და მისნაირს არაფერი ესაქმებოდა ეკრანებზე.
6. რიზ უიზერსპუნი- მსახიობი თვითონ იხსენებს, რომ ქასთინგზე ყოველ ჯერზე ეუბნებოდნენ, რომ არასაკმარისად მაღალი, არასაკმარისად ნიჭიერი და ლამაზი იყო.
7. ჯესიკა ჩესტეინი- მსახიობი მოთხოვნადი ბოლო 5-7 წელია რაც გახდა, მანამდე კი გამუდმებით უარს ეუბნებოდნენ გარეგნობის გამო. თვლიდნენ, რომ მისი სახე არასაკმარისად თანამედროვე იყო. ქალი თმის ქრად შეღებვასაც კი ფიქრობდა, რადგან წითურთმიანი მსახიობი ჰოლივუდსი სტანდარტებში ვერ ჯდებოდა.
8. კირა ნაითლი- კარიერის დასაწყისში ხშირად აკრიტიკებდნენ მკერდის და ტუჩების გამო. ეძახდნენ ჯოხს მახინჯი პირით და არავინ თვლიდა, რომ ის წარმატებული გახდებოდა. 9. სოფი ლორენი- პირველ ქასთინგზე სოფი მისმა მომავალმა ქმარმა, კარლო პონტიმ მიიწვია, თუმცა ქასთინგი წარუმატებელი გამოდგა. შემდგომში პონტიმ განუცხადა, რომ წარმატების მისაღწევად უნდა დაეპატარავებინა ცხვირი, დაეკლო წონაში და სამხრეთული აქცენტი მოეშორებინა. ქალი მხოლოდ აქცენტზე დათანხმდა, რადგან იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა გამარჯვებები სილამაზის კონკურსებში, ამიტომაც თავდაჯერებულობა გარეგნობაში ნამდვილად არ აკლდა.
10. ქეით უინსლეტი- ტიტანიკის ვარსკვლავს კარიერის დასაწყისში არავინ აქცევდა ყურადღებას, რეჟისორების თქმით, ის ზედმეტად მსუქანი და არასაკმარისად ლამაზი იყო. 289 შეფასება არ არის
|