საქართველო "დამირეკა მიშამ კივილით - ეგ შენი ბოკერია არაკომპეტენტურიაო" - თამარ ჩერგოლეიშვილი 2020, 11 დეკემბერი, 19:57 "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იმ დროს იხსენებს როცა ჯერ კიდევ სტრასბურგში ცხოვრებისას, ერთხელ მას მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და ბოკერიას პოზიციის გამო რომელიც მის უფლებამოსილების გაფართოებას მხარს კატეგორიულად არ უჭერდა, მას არაკომპეტენტური უწოდა: "2004 წელი იყო. მიშა საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებდა, რომ უფლებამოსილება გაეფართოვებინა. გიგა წინააღმდეგი იყო. მე მაშინ სტრასბურგში ვცხოვრობდი და ორივესთან ვმეგობრობდი. დამირეკა მიშამ კივილით - ეგ შენი ბოკერია არაკომპეტენტურიაო. ეგ არაკომპეტენტურიიიიი - კიოდა ბოლო ხმაზე. მე ვიცინოდი - მეთქი კაი ახლა, არაპუნქტუალური მაინც დაუძახე. მას მერე სულ ვაკვირდები, სამიზნედ როდის არჩევენ, აწ უკვე ჩემს ქმარს, და როგორც არ უნდა ვბრაზობდე - მაინც სულ ვიცინი" - დაწერა "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.463 შეფასება არ არის |