საქართველო რომელია ის 8 ქვეყანა, სადაც ქართველებს პანდემიის მიუხედავად უვიზოდ გამგზავრება და განუსაზღვრელი ვადით დარჩენა შეგვიძლია? 2020, 11 დეკემბერი, 13:17 ბოლო კვირის მანძილზე საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყოველ 100 ათას სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ამის მიუხედავად მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც ქართველებს გამგზავრება და განუსაზღვრელი ვადით დარჩენა შეგვიძლია. ამ ქვეყნებში თქვენ ბრალს არ წამოგიყენებენ ბინადრობის ვადის გადაცდენის გამო. შეგიძლიათ, რამდენ ხანსაც მოისურვებთ, დარჩეთ და იცხოვროთ. ეს ქვეყნები/რეგიონებია: ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი, პალესტინის ავტონომია, უზბეკეთი, ტუნისი, სომხეთი და ირანი.
შედარებისთვის, მსგავსი სტატუსით ახალი ზელანდიის მოქალაქე მხოლოდ 4 ქვეყანასა და ტეროტორიაზე სარგებლობს. ესენია ბელიზი, ირლანდია, პალესტინა და დომინიკების რესპუბლიკა. თუ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ბრძანდებით, უვიზოდ და ყოველგვარი ხლაფორთის და რეგისტრაციის გარეშე მხოლოდ 5 ქვეყანაში/რეგიონში დაგტოვებენ. ესენია დომენიკების რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ლესოთო, პალესტინა და ირლანდია. სამაგიეროდ, ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ საქმე ამ მხრივ კარგად. მათ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ასევე ანდორაში, ლიხტენშტაინში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, სან-მარინოსა და ვატიკანში შეუძლიათ დარჩნენ უპრობლემოდ და იცხოვრონ, რამდენ ხანსაც გაუხარდებათ. 1527 შეფასება არ არის
|