x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, ეს ტიპი, გვარამიასთან, წიხლქვეშ არ უნდა გაიგდო?! როდემდე უნდა ავიტანოთ ეს ცილისწამება?" - მანჩო გიორგობიანი

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ნიკა გვარამიას იმ სკანდალურ ეთერს ეხმაურება, სადაც გადაცემის სტუმარი გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი გიორგი ჩალაძე გახლდათ. "მთავარ აქცენტებში" სტუმრობისას "გეოლაბის" თანადამფუძნებელმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მძიმე ბრალდება წაუყენა და მას ინსულინის ბიზნესის კონტროლი დააბრალა, გადაცემის მსვლელობისას ჩალაძემ ასევე ისიც განაცხადა რომ წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოდის და რომელსაც ბავშვებს უკეთებენ, დაბალი ხარისხისაა. გიორგობიანის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველის მიერ გაჟღერებულ ამ განცხადებას აღვირახსნილი ცილისწამება უწოდა: "აი, ეს ტიპი, გვარამიასთან რომ გდია და ბავშვების ინსულინზე იტყუება, წიხლქვეშ არ უნდა გაიგდო?! ე.ი. გულზე სკდებიან ბოღმისგან, სახელმწიფო რომ უფასოდ უზრუნველჰყოფს დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებს წამლებით და რას აღარ კადრულობენ?! ე.ი. სანამ სიმართლეს გაარკვევ, ხომ შეიძლება ნერვიულობისგან რაღაც დაგემართოს, წარმოდგენისგან, რომ ბავშვს რაღაც ნაგავს უკეთებ?!?!?!... როდემდე უნდა ავიტანოთ ეს აღვირახსნილო ცილისწამება? კანონი როდის გვეღირსება?!"- დაწერა მანჩო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდური წარმოების ინსულინის გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.







0
480
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
480