ფსიქონევროლოგია აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ 2020, 10 დეკემბერი, 14:15 დეპრესია ვერაგი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი მიეჩვია, არ მიაქციოს ყურადღება უგუნებობას, სპეციალისტები დაბეჯითებით გვირჩევენ დეპრესიის დაწყებისთანავე ექიმს მივმართოთ. მაგრამ როგორ განვასხვავოთ დროებითი უგუნებობა მძიმე ფსიქიური აშლილობისგან? მეცნიერები გამოყოფენ 5 აშკარად გამოხატულ სიმპტომს, რომლის მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს დეპრესიული მდგომარეობა. ევოლუციის საჩუქარი დეპრესია ყველაზე გავრცელებული ფსიქიური აშლილობაა. სტატისტიკის მიხედვით, ამ სინდრომით ახალგაზრდების 40%, 40 წელს გადაცილებული ადამიანების 10% და 65 წელს ზემოთ ადამიანების 30% იტანჯება. თუმცა გავრცელებული აზრის მიუხედავად, დეპრესია არ არის თანამედროვე დაავადება. ღრმა მელანქოლიის ნიშნები ფიქსირდებოდა უკვე ანტიკურ ხანაში. ძველი ბერძენი ექიმი ჰოპოკრატე მას მკურნალობდა ძილის დეპრივაციით(დეპრივაცია-ურთიერთობათა უკმარისობა) და ფიტოთერაპიით ათასი წლით ადრე, მანამ სანამ ეს ცნება შემოვიდოდა. ზოგადად მეცნიერები დეპრესიას განიხილავენ როგორც ევოლუციის მექანიზმს. ეს ევოლუციის მექანიზმი განგვასხვავებს ჩვენ ცხოველებისგან. დეპრესიული მდგომარეობის დროს აქტიურდება ტვინის გარკვეული უბნები, რომელიც ანალიტიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. ასე და ამგვარად, ბუნება ასტიმულირებს ჩვენს ორგანიზმს გადაწყვიტოს რთული ამოცანები, გადალახოს სიძნელეები და განვითარდეს. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო ღრმა დეპრესია აქვს მას. მეცნიერების თვალსაზრისით როგორ ჩნდება დეპრესია დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს გარე და შიდა ფაქტორებით. გარე ფაქტორებს მიეკუთვნება კლიმატის სეზონურობა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად მელანქოლია შემოდგომით ჩნდება. ეს გამოწვეულია მზის სინათლის ნაკლებობით და აცივებით. ორგანიზმი განიცდის ვიტამინების დეფიციტს. ასეთ მდგომარეობას სეზონურ დეპრესიას უწოდებენ. დეპრესიის შიდა ფაქტორებს მიეკუთვნება მნიშვნელოვანი ნეირომედიატორების: სეროტინინის, ნორადრენალინის და დოფამინის ნაკლებობა. რით განსხვავდება დროებითი უგუნებობა დეპრესიისგან 1. დეპრესია დიდხანს გრძელდება.დეპრესია თვეობით გრძელდება, წლობითაც კი. იგი თავისთავად არ გადის. თუ ორი კვირის განმავლობაში გუნება-განწყობა არ გამოკეთდა, მაშინ ეს ერთ-ერთი სიმპტომია. 2. ანგედონია სიამოვნების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა. ყოველ ადამიანს გააჩნია საყვარელი საქმიანობა, რომელიც მის განწყობას ამაღლებს. ეს შეიძლება იყოს სპორტი, ჰობი, ურთიერთობა საპირისპირო სქესთან და ა.შ. დეპრესიის პერიოდში, რაც კარგ გუნება-განწყობას გვიქმნიდა, კარგავს თავის მიმზიდველობას. 3. სისუსტე მუდმივი ძილიანობა, სისუსტე.ადამიანისთვის მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვის (ჩხუბი, უფროსის მხრიდან ზეწოლა და ა.შ.) შემდეგ, დამახასიათებელია სისუსტე. როგორც წესი, გამოძინების შემდეგ, ადამიანი ძალებს აღიდგენს და მისი ორგანიზმი ნორმაში მოდის. დეპრესიის დროს კი ფიზიკური სისუსტე გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც თავისით არ გადის. 4. ყურადღების დაფანტვაფსიქოლოგიური აშლილობის დროს ადამიანი ერთვება ავტოპილოტზე. იგი აღარ გეგმავს დღეს, არაფერს არ აქცევს ყურადღებას, მისთვის ყველაფერი სულერთია. 5. მადის პრობლემებიაღნიშნული სიმპტომი შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. ზოგიერთები განუწყვეტლივ შიმშილს გრძნობენ, ზოგი კი პირიქით, საკვებისადმი ინტერესს კარგავს. დაინტერესდით:1. როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ 2. რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით? 3. საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? 4. აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან 5. ექიმები დაჟინებით გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური 6. რატომ ვერ იძინებდნენ ადრე ადამიანები დაწოლილები, ნორმალურ პოზაში 7. 8 მავნე ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა 8. რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში 193 5-ს მოსწონს
|