x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პრემიების გაცემა გაუქმებულია: 2020 წელი ცუდი სექსისთვისაც კი ზედმეტად ცუდი გამოდგა
2020 წელი იმდენად ცუდი და კატასტროფულია, რომ თვით ცუდი სექსისთვისაც კი მასში ადგილი ვერ გამოიძებნა: ვერ ჩატარდა “Bad Sex Award“-ის მორიგი დაჯილდოება, რომელიც Literary Review-ის მიერ ყოველწლიურად მხატვრულ ტექსტებში არსებული ყველაზე ცუდი სექსუალური პასაჟებისთვის იმართება.


საერთაშორისო მედია იუწყება, რომ დაჯილდოება 2021 წლისთვის გადაიდო. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, 2020 წელს მსოფლიოში იმდენად ბევრი ცუდი ამბავი მოხდა, რომ ადამიანთა მოდგმის გაწირვა საიმისოდ, რომ ახლა დამატებით ლიტერატურაში გამოხატული ვიღაცის მდარე სექსუალური ფანტაზიები ვიკითხოთ, მეტისმეტი იქნებოდა. თუმცა, მათივე განმარტებით, 2021 წელი კანდიდატების და ლიტერატურული მასალის მხრივ “განსაკუთრებით ნაყოფიერი” იქნება, რადგან პანდემიის გამო ადამიანებს “ახალი და სრულიად განსხვავებული სექსუალური გამოცდილება ექნებათ მიღებული”.


“მისი მომჩვარული, რბილი ხორცი მე მაგიჟებდა... ის ცხელი იყო, როგორც ადუღებული წყალი არყის გამოსახდელ ჭურჭელში...” - ასეთი საშინელი ტექსტი შეგხვდებათ აღიარებული ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის ერთ-ერთ ნაწარმოებში. აპდაიკი ცნობილია, როგორც სექსუალური პასაჟების ყველაზე ცუდი ავტორი. ქართულ ენაზე მისი “კენტავრი” ჯერ კიდევ 60-იან წლებში გამოიცა და მკითხველი ალბათ დამეთანხმება, თუ რა კატასტროფულად აღწერს აპდაიკი სექსს სკოლის მოსწავლეებს შორის. ამის მიუხედავად ლიტერატურის ცნობილი გერმანელი კრიტიკოსი მარსელ რაიხ-რანიცკი გაოცებული იყო, თუ რატომ არ აძლევდნენ პოპულარულ ამერიკელ მწერალს ნობელის პრემიას. არადა, ნობელის პრემია 2004 წელს ელფრიდე იელინეკს მისცეს სწორედ იმის გამო, რომ სექსს საუკეთესოდ აღწერს. აპდაიკმა 2008 წელს მიიღო “Bad Sex Award“-ის ჯილდო მთელი მისი შემოქმედებისთვის, რაშიც ქართულ ენაზე გამოცემული “კენტავრიც” მოიაზრება.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ დროს ცუდი სექსუალური პასაჟებისთვის ნომინირებულთა შორის მოხვდნენ ჰარუკი მურაკამი, “ბი ბი სის” ჟურნალისტი კრისტი უორკი და პულიცერის პრემიის ლაურეატი მაიკლ კანინგემიც.



სექსი

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0